თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას მიწის ორი ფართობი კუთვნილებაში გადასცა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, 21 ოქტომბერს საზოგადოებამ „მტაცებელ ხელისუფლებას უარი უნდა უთხრას“:
„დღეს ამოეფარნენ პოლიციის კორდონებს, მოწყვიტეს მნიშვნელოვან საქმეებს და ამოიფარეს ფარად, შევიდნენ და აბსოლუტურად უკანონოდ მიიღეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ უკანონობაა რასაც შვებიან და უბრალოდ მიტაცებას აფორმებენ ბიძინა ივანიშვილის მიწების, პირდაპირ ხაზი გადაუსვეს კანონს, დილიდან მობილიზებული ვიყავით პარლამენტარები კანონის ძალით, ჩვენ გვქონდა უფლება, რომ შევსულიყავით, დავსწრებოდით სხდომას, მათ უბრალოდ პოლიციას დაარღვევინეს კანონი, პოლიცია დააყენეს კანონზე ზემოთ, საკრებულო დააყენეს კანონზე ზემოთ, უბრალოდ ხელების გრეხვით იღებენ ამ გადაწყვეტილებას, აფორმებენ მიწების მიტაცებას, მტავარი არის, რომ ჩვენ არჩევნებზე უარი ვუთხრათ ასეთ ძალადობას, ასეთ მტაცებლობას, კანონის დარღვევას და შევცვალოთ თბილისში, მთელ საქართველოში ხელისუფლება, რომელიც ბედავს, რომ დაუპირისპირდეს ხალხს ასეთი ფორმით, რომელიც ბედავს, რომ კანონი გადახაზოს ასეთი ფორმით, რომელიც პოლიციას იყენებს ასე უნამუსოდ, პოლიციას კანონი უნდა სცეს სახელმწიფომ პირველ რიგში, ჩვენ დღეს ყველაფერი ვქენით იმისათვის, რომ დაპირისპირება არ ყოფილიყო უშუალოდ სამართალდამცავებთან, რადგან დღეს ისინიც მსხვერპლი არიან ამ უკანონობის, დღეს შედგა მნიშვნელოვანი პროტესტი, მთავარი პროტესტი იქნება 21 ოქტომბერს არჩევნებზე, როდესაც თბილისი და მთელი საქართველო უარს ეტყვის ასეთ მტაცებელ ხელისუფლებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






