„საკრებულოში არსებობს მორჩილი უმრავლესობა, რომლისგანაც მოლოდინი იყო რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ისინი ივანიშვილის ყველა მითითებას ასრულებენ, უბრალოდ ახლა ძალიან დემოსტრატიული ფორმით მოხდა, დაწყებული დილიდან როდესაც დეპუტატები არ შეუშვეს შიგნით კანონის უხეში დარღვევით. ისიც რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ასე წინააღმდეგობებით სავსე გადაწყვეტილებას იღებენ, ნიშნავს, რომ ისინი ოლიგარქის ინტერესებს ემსახურებიან და არა თბილისელების. ამ საკრებულოს პოლიტიკური მანდატი თითქმის ამოწურული აქვს. ლოგიკური იყო რომ ასეთი საკითხი ახლადარჩეულ საკრებულოს განეხილა, მაგრამ ეს ნაბიჯი არის სიგნალი,რომ ივანიშვილი და მისი გუნდი თვლის, რომ რახან მოაჯდნენ ძალაუფლებას, ასე უტიფრად უნდა იქცეოდნენ და ფეხებზე კიდიათ ხალხის აღშფოთება, ორი კვირაც კი არ მოიცადეს. ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში დისკომფორტის აღსაკვეთად, კანონი უხეშად დაარღვიეს.
ჩვენი პასუხი ამაზე უნდა იყოს ბევრი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, ამ გზით ჩვენ შევძლებთ ამ უტიფრობისთვის წერტილის დასმას.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ
მასალის გამოყენების პირობები






