"წინმსწრებად სხდომის დახურვა დაუშვებელია" - უჩა ნანუაშვილი საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე
პოლიტიკა - 17:04, 10 Oct, 2017     1129

სახალხო დამცველი ეხმიანება თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის საჯაროობის შეზღუდვას:

„2017 წლის 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე თბილისის საკრებულო განიხილავს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე „პანორამა თბილისის“ ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რის გამოც სახალხო დამცველმა საკითხის საკუთარი ინიციატივით შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

დღესვე გავრცელდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, სადაც საუბარია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის მიზეზად მოყვანილია წინა საკრებულოს სხდომაზე და მერიასთან განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო სამომავლო საფრთხეზე მითითებით სხდომის ყველასათვის დახურვა დაუშვებელია. თუ სხდომაზე რომელიმე დამსწრე პირი დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. თუმცა, რაიმე ჰიპოთეტურ საფრთხეზე მითითებით ზოგადად საკრებულოს სხდომის საჯაროობის შეზღუდვა გაუმართლებელია.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ მასზე დასწრების უფლება.[1] სხდომის დახურვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს „სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები.“ აღნიშნულ სხდომას აკვირდება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრებებსაც. დაკვირვებამ გამოავლინა, რომ შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციელები პარლამენტის წევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს არ აძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას, რაც კანონის უხეში დარღვევაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სხდომის საჯაროობა და პარლამენტის წევრებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა დაინტერესებული პირების შენობაში შეშვება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42