თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კომენტარს აკეთებს. თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს:
„ახლა ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რეალური, სერიოზული თემები ოპოზიციას არ აქვს ამ კამპანიაში, ამიტომ ისინი ცდილობენ, ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ პოლიტიკური მიზნით, გამოიყენონ სპეკულაციის მიზნით. კანონმდებლობით, საკრებულო აირჩია ხალხმა და მხოლოდ საკრებულოა უფლებამოსილი, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მოვახერხებთ კონსტრუქციულ რეჟიმში განვაგრძოთ პროცესი და რა თქმა უნდა ოპოზიციის როლი არის კრიტიკა, მომავალშიც მათი უფლება - გააკრიტიკონ იქნება დაცული როგორც ეს ამ წლების განმავლობაში იყო, წინა ხელისუფლების მმართველობისგან განსხვავებით",- აღნიშნა თალაკვაძემ.
თბილისის საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას პუშკინის სკევრზე მდებარე მიწის ფართობი დაუკანონა.
მასალის გამოყენების პირობები






