„საკრებულო გახადეს ნუცას სკოლა, დაწესებულება რომელიც ხალხს უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ნოტარიალურ კანტორად აქციეს, რომელიც ოლიგარქს უკანონებს თავისუფლების მოედნის თითქმის ნახევარს და მთას. იმისთვის, რომ ამ ადამიანმა თავისი ახირებები დაიკმაყოფილოს, მოიყვანეს ათასობით პოლიციელი, რომელიც რეალურ საქმეს მოწყვიტეს და გვიშლიან, რომ მოქალაქეები დავესწროთ საკრებულოში შეხვედრას, სადაც ქალაქის დოვლათს ანიავებენ. ეს არის თავხედობის მწვერვალი, რასაც აკეთებს ოლიგარქი, არის სახელმწიფოს და ხალხის დაცინვა. ეს ყველაფერი არის უკანონო, რაც არ უნდა ბეჭდები დაარტყან და გოშიებმა ტაშის კვრით დაუკანონ. გეგმა გვაქვს პროტესტი, შეურიგებლობა და უარი. აქ ეს პოლიციელები თავის ნების გარეშე არიან მოსულები და იცავენ ოლიგარქის ახირებას. ჩვენი გეგმაა, რომ ამას არ შევეგუოთ და საქართველოში ოლიგარქია დავამარცხოთ“- განაცხადა ნიკა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






