საკრებულოს დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ საკრებულოს დრევანდელ სხდომაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება უკანონო:
„დღეს საკრებულოს სპიკერატმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსიც არასდროს, რაც თბილისის საკრებულო არსებობს, არ მიღებულა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ძალისმიერი მეთოდით არ შემოუშვეს თბილისის საკრებულოში. ეს არის კანონის უხეში დარღვევა, მიიღეს უპრეცენდენტო ზომები, მთელი ტერიტორია გადაკეტილია სამართალდამცავების მიერ, თბილისში დღეს რომ მოხდეს რაიმე სახის დანაშაული, ადგილზე პოლიცია ვერ მივა, რადგან პოლიციის სრული შემადგენლობა საკრებულოს სხდომაზეა მობილიზებული, თითქოს აქ მოდიოდნენ არა პარლამენტის დეპუტატები, არამედ ადამიანები, რომლებიც საშიშნი იყვნენ, ეს არის კანონის უხეში დარღვევა და ყველა მიღებული გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე იქნება პროცედურების დარღვევით მიღებული და რა თქმა უნდა ის უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში და რა თქმა უნდა მას არ უნდა მიეცეს შემდგომი მსვლელობა“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






