„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რომ 29 სექტემბერს საკრებულომ ივანიშვილისთვის გადასაცემ ტერიტორიებს სტატუსები შეუცვალა, კერძოდ თაბორის მთას მოუხნა რეკრეაციული ზონის სტატუსი და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას სატრანსპორტო ზონის სტატუსი შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას აძლევენ 1 ლარად, თაბორის მთაზე კი მინიმალურ ფასად 1 კვადრატულ მეტრს 23 ლარად. 5000 კვ.მ-ზეა აქ საუბარი. გარდა იმისა რომ ასეთ მინიმალურ ფასად აძლევენ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით 5000 კვ.მ მთლიანად თავისუფლდება ხე-ნარგავებისგან. დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამო სტატუს შეცვლილი ტერიტორიები მის პირად საკუთრებაში გადადის. ის, რომ საკრებულოს უმრავლესობა ამბობს, რომ ეს იქნება საჯარო სივრცე, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და აღვირახსნილი ტყუილი. რასაკვირველია ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საჯაროდ გამოყენების უფლება თბილისელებს არ ექნებათ. დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ საკრებულოს თავზეხელაღებული უმრავლესობამ, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან იმისთვის რომ 2000 ლარიანი ხელფასები შეინარჩუნონ და სინდისის ქენჯნის გარეშე ჩადიან დანაშაულს. დღეს ჩვენ უნდა შევაჩეროთ თბილისის საკრებულოს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“- განაცხადა დათუკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






