თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააჟღერეს და დააანონსეს, რომ მათი მიზანია საკრებულოს სხდომის ჩაშლა, რის საშუალებასაც არავის მისცემენ.
"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გახლავთ ქალაქის თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა, დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები და იზრუნოს დედაქალაქის განვითარებაზე.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილები არიან, რათა ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომის ჩაშლის მცდელობამ და მერიაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართალდამცავების შეურაცხყოფა და ამასთან ინფრასტრუქტურის დაზიანება.
აქედან გამომდინარე თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები.
კანონის დარღვევის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. რეგლამენტი უნდა განხორციელდეს, გარდა ამისა, ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც წარმოდგენილი იქნებით, ჩვენი თხოვნა იქნება, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოთ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
დედაქალაქის საკრებულოსთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, რა, სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






