„ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ მერობის კანდიდატის თქმით ყველა კანონიერი გზის გამოყენება მოხდება იმისთვის, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს. ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით ამ გადაწყვეტლების მიღებით საკრებულო თბილისის ერთ ლარად მიტაცებას აკანონებს.
„„დღეს პრაქტიკულად თბილისს ჩაუდგნენ ჯიბრში, იმიტომ, რომ მაინც არ იშლიან, მაინც უნდათ, რომ დაამტკიცონ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ დაუკანონონ ივანიშვილს როგორც პუშკინის სკვერის ტერიტორია, ასევე თაბორის მთაზე მდებარე ტერიტორია. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და ეს არის თბილისის ერთ ლარად მიტაცება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დასწრებას გეგმავს „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც, მისი განცხადებით ეს ქალაქის და მოქალაქეების ძარცვაა:
„ეს არის უბრალოდ ქალაქის ძარცვა და ჩვენი მოქალაქეების ძარცვა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ როგორც პარლამენტის წევრებს და ამის უფლებას გვაძლევს რეგლამენტი, უფლება მოგვცენ დავესწროთ ამ საკრებულოს სხდომას და ცხადია ყველა ის პრობლემა, ყველა ის პროტესტი, რომელიც არის საზოგადოებაში, იქ დავაყენოთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, მისი თქმით ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, რადგან მათი რაოდენობა სხდომის ჩაგდებისთვის საკმარისი მაინც ვერ იქნება:
„მოვუწოდებ საკრებულოს დეპუტატებს, პირველ რიგში ოპოზიციურ დეპუტატებს, დატოვონ თანამდებობები და მანდატები საკრებულოში. სხვა მხრივ ისინი არიან უმცირესობაში, მათი ხმები საკმარისი არ იქნება, სხდომას ვერ გადაადებინებენ, საკითხს ვერ ჩააგდებენ. რაში მონაწილეობენ ვერაფრით ვერ ვხდები და რატომ მონაწილეობენ.“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






