გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 09:41, 10 Oct, 2017     958
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს შს მინისტრმა იაპონიის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

გიორგი მღებრიშვილმა ტადაჰარუ უეჰარას სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს პოლიციის ატაშე, ჰიროუკი ტანი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიურ ცენტრსაც ეწვივნენ. სტუმრებმა ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გაეცნენ, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

იაპონიის ელჩმა დიდი ინტერესი გამოხატა სახის ამოცნობის სამეთვალყურეო სისტემის მიმართ, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში, ცნობილ იაპონურ ტრანსნაციონალურ კომპანია NEC Corporation-თან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდა. აღნიშნული სისტემა იყენებს რეალურ დროში ვიდეოს სახის ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას - NeoFace Watch-ს, რომელიც მსოფლიოში ამოცნობის ყველაზე მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. პროგრამა კამერებით დაფიქსირებულ სურათებს ეჭვმიტანილების და სისტემაში დარეგისტრირებული სხვა პირების სურათებთან ადარებს, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და ზუსტად მოხდეს პირების იდენტიფიცირება.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იაპონელ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42