„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს მესამა პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ "ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფით ბიძინა ივანიშვილი გააძლიერა. გიგა ბოკერიას თქმით სააკაშვილის განცხადება აბსურდულია:
„ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ შუაგულ საარჩევნო კამპანიის დროს აგრძელებენ ოპოზიციის შიგნით განხეთქილების და დაპირისპირების თესვას, თან უსინდისო, სულელური ბრალდებებით. ეს აწყობს ხელისუფლებას. სააკაშვილს უნდა, რომ ოპოზიციის ლიდერი იყოს უკრაინაშიც და საქართველოშიც, ოღონდ უკრაინაში სადაც ის ფიზიკურად იმყოფება, არის ოპოზიციის გაერთიანების მომხრე, საქართველოში კი, რადგან ვერ ჩამოდის ოპოზიციის დაპირისპირების მომხრეა. გამოდის რომ კონცეფცია არის- მის გარეშე წარმატებას არ ქონდეს ადგილი.
რაც შეეხება ამ სულელურ და აბსურდულ ბრალდებას, რომ ჩვენ არ ჩამოვუშვით საქართველოში, ჯერ ერთი როგორ უნდა შეგვეშალა ამისთვის ხელი, მეორეც, ერთი წელწადია უკვე რაც პარტია გაყოფილია და ამ ერთ წელში რა უშლიდა ხელს, ან დღეს რა უშლის? სიმართლე იმაშია, რომ ის საქართველოში იმ მიზეზით არ ჩამოდის, რის გამოც წავიდა საქართველოდან. კითხვა არის, როდის იტყუებოდა, როდესაც იძახდა რომ ზეგ საქართველოში ვიქნებიო, არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი თქვა რომ აღარ ჩამოდის, თუ მერე, როდესაც საჯაროდ აგვიხსნა, რომ უბრალოდ ივანიშვილს აშინებდა და არც განუხილია ჩამოსვლა. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სულ იტყუებოდა ამ დროს. სიმართლე კიდევ იმაშია, რომ ჯერ ივანიშვილს გამოაყენებინა თავი არეულობის შიშის დასათესად, მერე საკუთარ მომხრეებში გამოიწვია იმედგაცრუება, როცა თქვა, რომ აღარ ჩამოდის და ახლა ცდილობს ოპოზიციის შიგნით განხეთქილებას, რომ მის გარეშე საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის აღსასრული არ დადგეს. ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. ჩვენ ინტერესებშია, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი მშვიდობიანი არჩევნების გზით და ამიტომ ყველა კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე უნდა მოვიდეს ამ არჩევნებზეც და შემდეგ არჩევნებზეც და ხმა მისცეს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსნებთ მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ შესახებ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ ისაუბრა, მისი თქმით ენმ-დან გამოყოფილმა პირებმა მთავარ მტრად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ მთავარ პრობლემად გამოაცხადეს მისი შესაძლო ჩამოსვლა:
„ევროპული საქართველო“ საქართველო არის ხალხი, რომელმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება გამიჯნოდა ნაციონალურ მოძრაობას და ამით გააძლიერა ივანიშვილი. გინდა ესე მიუდექი, გინდა ასე, ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ. იცოდნენ თუ არ იცოდნენ მათ ეს, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ობიექტური რეალობა გახდა. მე კრაკოვეცთან როგორც გავაკეთე მოვედი საზღვართან, საქართველოში ეს გზა ჩემთვის ჩაიკეტა იმ შეთანხმებით, რომელიც მოხდა არჩევნების წინ და მერეც. მთავარ მტრად გამოაცხადეს არ ივანიშვილი, არამედ მთავარ პრობლემად გამოაცხადეს ჩემი შესაძლო ჩამოსვლა.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






