პრეზიდენტმა ესეების კონკურსში "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" გამარჯვებულები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 18:20, 09 Oct, 2017     1157
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესეების კონკურსში "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესეები შექმნეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა, დააჯილდოვა და სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.

ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა და საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE განახორციელა. ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. დღეს პრეზიდენტმა დააჯილდოვა 16 გამარჯვებული - 11 რეგიონიდან და 5 თბილისიდან.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და კონკურსში მონაწილეობისა და აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა.

"ორმაგი აქტიურობით ჩავერთეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, იყო არაერთი პროექტი. მათ შორის გამოირჩეოდა საზოგადოების ჩართულობით პროექტი "კონსტიტუცია ყველასია".

იყო საჯარო განხილვებიც. მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოებისთვის კონსტიტუციაზე მსჯელობა, მისი განხილვა, შემეცნება, თუნდაც ის, რაც თქვენ განახორციელეთ, ამ დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრების, ყოველდღიური ფიქრის, ყოველდღიური განსჯის საკითხი გახდა.

მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩაერთო, მადლობა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომლისთვისაც გარკვეულწილად ეს გახდა ამ წლის და წინა წლების განსჯის თემა.

წლევანდელი წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და ამითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განათლების სისტემის საფიქრალი და სამსჯელო საკითხი გახდა ასევე პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი თემა - კონსტიტუციის გააზრება.

მადლობას გიხდით ამ სამუშაოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს სულისკვეთება, არ დარჩება მხოლოდ პედაგოგებში, არამედ ეს გადავა ასობით და ათასობით თქვენს მოსწავლეზე, გადავა საზოგადოებაში და ჩვენი სახელმწიფო იმით იქნება ძლიერი, რომ ჩვენ ყველა ერთი კანონით, ერთი წესით, ამ ერთი წესის ერთგულებითა და პატივისცემით ვიცხოვრებთ",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონკურსანტების ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: დიმიტრი გეგენავა - კონსტიტუციონალისტი, ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგი, თომა ჩაგელიშვილი - დოკუმენტალისტი, გიორგი კეკელიძე - ლიტერატურათმცოდნე, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი და ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42