ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აკრეტიტაციის მისაღებად ბოლო ვადა 18 ოქტომბერია
პოლიტიკა - 16:11, 09 Oct, 2017     1074

ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციების აკრედიტაციის მისაღებად განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე).

იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).

მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედიაორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:

ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე;

ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გააშუქებენ.

აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: Media@cec.gov.ge, ან უშუალოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.). შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები იხილეთ ბმულზე:

განცხადების წარდგენიდან ერთი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://cesko.ge/geo/list/show/111180-media-tsarmomadgenlebis-akreditatsiis-tsesebi-da-uflebebi

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

2510051/190

2510051/151

2510051/133

595881755 - ნანა მეშველაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42