არათანაბარი მედია გარემო, არათანაბარი ფინანსური რესურსი - ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭოს განცხადება
პოლიტიკა - 16:02, 09 Oct, 2017     1025
2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს არასამართლებრივსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არსებულ ვითარებას სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან:

,,საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო.

ნიშანდობლივია, რომ პრობლემები თავს იჩენს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით:

1. არათანაბარი მედია-გარემო:

1.1. საზოგადოებრივი მაუწყებელის „მეორე არხი“, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციულად ეთმობოდა ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნების წინ დაიხურა და გაუქმდა მის ეთერში მოქმედი ყველა პოლიტიკური გადაცემა;

1.2. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დებატები დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კანჭისყრამდე 2 დღით ადრე;

ასევე, გრძელდება ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე:

1.3. პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ერთერშიც საერთოდ აღარ არსებობს მოქმედი პოლიტიკური გადაცემა და წარსულში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, დღეს შერწყმულია სახელისუფლებო მედია-ჰოლდინგს;

1.4. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, რომლის დასაცავად ქართულმა საზოგადოებამ წინა ხელისუფლების არადემოკრატიული და უკანონო გადაწყვეტილებების გამო არნახული ბრძოლა გამოიარა, დღეს ქცეული არის მმართველი პარტიის პრეს-ცენტრის დანამატად. არხის სარედაქციო პოლიტიკა, თემებისა და რესპოდენტების შერჩევა - სრულად დამოკიდებულია სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდისტულ ინტერესებზე.

კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ საუკეთესო დროის (Prime Time) ძირითადი დრო ორ პარტიას ეთმობა: 49.61% „ქართულ ოცნებას“, 19.67% - „ევროპულ საქართველოს“, ხოლო 30.72% - ყველა დანარჩენ სუბიექტს ერთად.

2. არათანაბარი ფინანსური რესურსი:

აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტრო-სექტემბერის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობები მიიღეს შემდეგი ოდენობით:

2.1. „ქართული ოცნება“ – 8 589 478 ლარი (91.78%);

2.2. „ევროპული საქართველო“ – 623 403 ლარი (6.66%);

2.3. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები - 146 170 (1.56%).

3. საარჩევნო ადმინისტრაციები და დავები:

ყველა წინამორბედი არჩევნების მსგავსად, სრულიად გაუმჭვირვალე გარემოში ჩატარდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში „დამოუკიდებელი“ კომისიის წევრების შერჩევის კონკურსი.

შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის წარდგენილი საჩივრებიდან დღეის მდგომარეობისთ დაკმაყოფილდა (ნაწილობრივ მაინც) მხოლოდ 15%, საიდანაც აბსოულური უმრავლესობა მცირე პროცედურული დარღვევების შეეხება.

აღსანიშნავია, რომ წარდგენილი საჩივრებიდან, უდიდესი წილი - 32%, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და არაუფლებამოსილი პირების მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობას ეხება. აღნიშნული შინაარსის საჩივრებიდან დაკმაყოფილებულია მხოლოდ ერთი და ამ შემთხვევაშიც სამართალდარღვევის ოქმი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრის მიმართ შედგა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ შექმნილია არასამართლიანი და დისკრიმინაციული საარჩევნო გარემო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.

მივმართავთ საერთაშორისო და არგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ ზ/ა ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საბოლოო დოკუმენტებში“ - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42