„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება. რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია: "ქართული ოცნება" - 36%, "ნაციონალური მოძრაობა" - 12% - შემდეგ მოდის სხვა პარტიები.
კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: კახი კალაძე - 34%, ზალიკო უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14%, ელენე ხოშტარია - 5%.
კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც.
“რუსთავი 2 ამ არჩევნებში არის დაინტერესებული მხარე, ვინაიდან მისი ტელეკომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის მერობის კანდიდატი. მეც ვატარებ კვლევებს, მაგრამ არ იქნება სერიოზული, რომ ჩემი კვლევები გამოვაქვეყნო, რა თქმა უნდა რუსთავი 2-ს უნდა რომ ზაალ უდუმაშვილის პროცენტი იყოს გაზრდილი. როგორც ჩანს ის მაქსიმუმი ამოწიეს, რისი ამოწვეაც შეიძლებოდა. ეს ყველაფერი არის ბრძოლა მეორე ადგილისთვის, იბრძვიან მეორე ადგილსითვის, მე მეორე ადგილისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






