არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემო - რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას
პოლიტიკა - 13:30, 09 Oct, 2017     1050
წინასაარჩევნო გარემო შეაჯამეს დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო.

საკითხზე ლიდერთა საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მსჯელობდნენ.

"ამ სიტყვის კლასიკური გაგებით ჯერ პოლიტიკური დებატები არ გამართულა თბილისის მერობის კანდიდატების დონეზე. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ეს დებატები ისე გაიმართოს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატმა მასში მონაწილეობა არ მიიღოს. ახალი ამბების პოლიტიკას რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში ქართულ ოცნებას 49,61%, ანუ საეთერო დროის თითქმის ნახევარი ეთმობა. დანარჩენი 50%-დან 20% ევროპულ საქართველოს ეთმობა. ანალოგიური მდგომარეობაა შემოწირულობებთან დაკავშირებითაც"- განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ.

დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა თუ "ხელისუფლება და ოოზიცია ერთმანეთს თავ-პირს არ ანგრევს" ეს არ უნდა ითვლებოდეს რომ არჩევნებმა სამართლიანად ჩაიარა.

"მაინტერესებს რამდენი წელი უნდა გავიდეს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, არჩევნების მთავარ მიღწევად მისი მშვიდ ვითარებაში ჩატარება ჩაითვალოს. არჩევნები უნდა იყოს მართლა თავისუფალი და სამართლიანი. მე და ჩემს თაობას გვახსოვს, ჩვენ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და უფრო მშვიდი არჩევნების წარმოდგენა შეუძლებელია. რატომ უნდა ჩავთვალოთ მთავარ მიღწევად, დემოკრატიულ საქართველოში ის რომ არჩევნების დროს ხელისუფლება და ოპოზიცია თავ-პირს არ ანგრევს ერთმანეთს"- განაცხადა ბურჯანაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა დღეს ამომრჩეველს მოუწოდა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხელისუფლებას "შავი დღე" გაუთენონ.

"წინა არჩევნებზე განხორციელებული ბოროტმოქმედებები ძალიან მოეწონა რეჟიმის მეთაურს - ბატონ ივანიშვილს და მისი სრული მასშტაბით გამეორებას გეგმავს 21 ოქტომბერს, რისთვისაც წინასწარ ამზადებს ყველა სამართლებრივ, პოლიტიკურ, რეპრესიულ, ფინანსურ ბერკეტს. თუ ასეთი რამ მოხდა, ჩვენი საზოგადოების რისხვა უნდა იყოს იმის გარანტია, რომ გაყალბების შემთხვევაში 22 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმს შავი დილა გაუთენდეს, ხოლო საქართველოსთვის ამოვიდეს მზე"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"დემოკრატიული ინიციატივას" წარმომადგენელი მარიამ კაპანაძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა აღნიშნავს რომ ოპოზიციას ძირითადად შემოწირულობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდა შემნიშვნები. ამასთან ოპოზიცია მეორე არხისა და დებატების პოლიტიკასაც აკრიტიკებს.

​"ჩვენ ჩართულები ვართ როგორც უწყებათაშორისი კომისიის, ასევე აუდიტის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფში შესაბამისად აქტიურად ვცდილობთ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთოთ"- ამბობს კაპანაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42