„ყველა კვლევის მიხედვით, თბილისში აუცილებლად უნდა ჩატარდეს მეორე ტური“ - თინათინ ბოკუჩავა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებს აფასებს
პოლიტიკა - 13:18, 09 Oct, 2017     1351

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება. რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია: "ქართული ოცნება" - 36%, "ნაციონალური მოძრაობა" - 12% - შემდეგ მოდის სხვა პარტიები.

კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: კახი კალაძე - 34%, ზალიკო უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14%, ელენე ხოშტარია - 5%.

კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ პარტიაში არსებობს მოლოდინი მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში კი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კანდიდატურა ზაალ უდუმაშვილის სასარგებლოდ უნდა მოხსნან:

„ყველა კვლევის მიხედვით, თბილისში აუცილებლად უნდა ჩატარდეს მეოე ტური, ამას ადასტურებს ყველა კვლევა, მათ შორის ის ტენდენციური კვლევებიც კი, რომელსაც თავად „ქართული ოცნება“ უკვეთავს, მოლოდინი რა თქმა უნდა გვაქვს იმის, რომ იქნება მეორე ტური და იმედი მაქვს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში სხვა ოპოზიციური, ან თუნდაც ფსევდოოპოზიციური კანდიდატები შეძლებენ, რომ თავიანთი ინტერესები გვერდით გადადონ, თუ მართლაც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნავენ, მხარი დაუჭირონ ზაალ უდუმაშვილს, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ძალიან ღირსეული კანდიდატი იმისთვის, რომ გახდეს ჩვენი დედაქალაქის მერი, განსხვავებით კახა კალაძისა, რომელიც საკუთარი ნათესავების დასაქმებით და მერიის კორუფციაში Cაფვლის მეტზე არაფერზე იფიქრებს მომავალი რამდენიმე წელი, მისი მასშტაბები იქნება უფრო დიდი, ვიდრე ნარმანიასი“, - აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე ითველბა თუ არა ალეკო ელისაშვილი ზაალ უდუმაშვილის კონკურენტად, ბოკუცავა აცხადებს, რომ ელისაშვილს ჰყავს საკუთარი ამომრცეველი :

ალეკო ელისაშვილს ტავისი ამომრჩეველი ჰყავს, ჩემი გადმოსახედიდან, იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი დაიცის, რომ ამ ადამიანმა მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, ჩვენ მხოლოდ იმის წარმოდგენა შეგვიძლია რას გააკეთებს კახა კალაძის მერობის შემთხვევაში, რომელიც იქნება მისი მონამორჩილი ყველა საკითხში, ასეთი მოსახლეობა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა ხედავდეს გამოსავალს, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა რომელსაც შეუძლია წერტილი დაუსვას ივანიშვილის პარპაშს ამ ქვეყანაში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია ვის ანდობს საკუთარ ხმას, სამწუხარო ის არის, რომ აშინებენ და აძალაებენ მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ არჩევანი გააკეთონ არა საკუთარი შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე, არამედ დაშინების, შანტაჟის, სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხის ქვეშ“, - დასძენს ბოკუჩავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42