"ხვალ 2 საათზე გელოდებით თბილისის საკრებულოსთან" - ენმ ივანიშვილისთვის მიწების გადაცემას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს
პოლიტიკა - 12:22, 09 Oct, 2017     1329
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს და ყველას მოუწოდებს, რომ ივანიშვილისთვის მიწების დაკანონებას შეეწინააღმდეგონ.


"ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულომ ჩანიშნა სხდომა სადაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერი და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერირტორია. სხდომა ხვალ 4 საათზეა დანიშნული. დღეს მე დილით მოვედი საკრებულოში რათა საკრებულოსგან და მისი ხელმძღვანელობისგან უშუალოდ მომეთხოვა თუ როდის გეგმავდენენ ისინი სხდომის ჩანიშვნას, რათა მალულად არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა. შემოსული არ ვიყავი შენობაში, რომ ხუთ წუთში დაიგზავნა მესიჯები, რომ ხვალ ოთხ საათზე დაინიშნა სხდომა. ბუნებრივია ხვალაც იგივეს ველოდებით თბილისის საკრებულოსგან, რაც ხდებოდა აქ 29 სექტემებერს, როდესაც საკრებულო გადაავსეს პოლიციით, სუსის ზონდერებით რათა სასწარაფოს მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. ანალოგიური ვითარება იქნება ალბათ ხვალაც და ალყაშემორტყმული დაგხვდება ეს შენობა პოლიციით. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. ეს უკვე არ ეხება არც პოლიტიკას, არც არჩევნებს, ეს ეხება ჩვენ სახლს, ჩვენ თბილისს. ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და დავუკანონოთ ახალი ტერიტორიები თაბორის მთაზე. ეს ბრძოლა ნამდვილად იქნება. არ ვაპირებთ რაიმეს დათმობას, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენ ქალაქს და ამ ბრძოლაში, თბილისი არის მართალი.

ხვალ, 2 საათზე ყველას გელოდებით თბილისის საკრებულოსთან, ერთად დავიცვათ თბილისი მტაცებელი ივანიშვილისგან და ერთად დავიტოვოთ ის ტერიტორიები თბილისისთვის, რომელიც ამ ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ასე, რომ ჩემო თბილისელებო, ჩემო მეგობრებო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქალაქის ხვალინდელი დღე, ხვალ ყველას გელოდებით თბილისის საკრებულოსთან“- განაცხადა უდუმაშვილმა.

დედაქალაქის საკრებულომ სხდომა ხვალ 16:00 საათზე ჩანიშნა, დღის წესრიგი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საკრებულო ბიძინა ივანიშვილისთვის თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გადაცემას სწორედ ხვალინდელ სხდომაზე აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42