როგორც "ნიუპოსტს" დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, დღეს დილით, დეკანოზის უმცროს ძმას, მალხაზ მამალაძეს სახლში უცნობი მამაკაცი მიეჭრა.
„ჩემი ძმა სახლში პირველად დარჩა მარტო, დაახლოებით 6-ის ნახევარზე კარზე დაუკაკუნეს. კარი რომ გააღო, შავებში ჩაცმული, შავი ხელთათმანით, „კაპიშონით“ წვერებიანი მამაკაცი დახვდა, მისი პირველი კითხვა იყო მამა გიორგის ძმა იყო თუ არა. ამის შემდეგ მკლავებში ხელი წაავლო და ფული მოსთხოვა. ჩემმა ძმამ გამოქცევა მოახერხა და პოლიციაში დარეკა“, - აცხადებს თორნიკე მამალაძე.
მამალაძეები მომხდარს ზეწოლად აფასებენ.
„სახლიდან არაფერი არ არის წაღებული. ეს ყველაფერი, დაწყებული მამაოს ადვოკატების პროკურატურაში დაბარებით და დღეს მომხდარი ფაქტით დამთავრებული ჩვენი დაშინებისკენაა მიმართული, რომ ბრძოლა შევწყვიტოთ.ამ ფაქტამდე კომენტარები იწერებოდა, რომ მამა გიორგის უკანანო დაკავებას უნდა შევგუებოდით. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ სამართალი ჩვენს მხარესაა“, - აცხადებს მამალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






