,,ძვირადღირებული ყავა, შოკოლადი, ტკბილეული...“ - ბრალდებები დიდუბის გამგეობას და გამგებლის პასუხი ოპონენტებს
პოლიტიკა - 17:39, 09 Oct, 2017     10809
თბილისის რაიონების გამგეობისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნება დიდი ხანია ოპონენტების კრიტიკის საგანია. გამონაკლისი არც დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილია. ოპოზიციის ინფორმაციით, გაზიან თუ უალკოჰოლო სასმელების ბითუმად შეძენაში საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება, ეს მაშინ, როცა მისმა ანაზღაურებამ 2016 წელს (დეკლარაცია შევსებულია 2016 წლის 13.10) 670 80 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში, რომელიც დიდუბის გამგეობასა და შპს „რჩეულს“ შორის გაფორმდა ვკითხულობთ, რომ ირმა ზავრადაშვილმა მხოლოდ უალკოჰოლო სასმელებში საერთო ჯამში 520 ლარი დახარჯა. (აღნიშნული ხელშეკრულება მიმდინარე წლის 18 იანვრით თარიღდება).

არსებობს 2017 წლით დათარიღებული კიდევ ერთი სახელმწიფო შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება ამ შემთხვევაში 980 ლარია.


დიდუბის რაიონის გამგეობა სახელმწიფო ფულის ხარჯვაში მოწოდების სიმაღლეზე იყო 2016 წელს. როცა ფუფუნებისთვის დახარჯულმა თანხამ 1152 ლარი შეადგინა.

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვაში ადანაშაულებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი კუბლაშვილი.

როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, გამგებელი, რომელიც წელიწადში 67 000 ლარიან ანაზღაურებას იღებს მოქალაქეების ხარჯზე ყიდულობს პირადი მოხმარებისთვის საჭირო პროდუქტებს.

„სამწუხაროდ დიდუბის რაიონს ჰყავს გამგებელი, რომელიც მოქალაქეებზე ზრუნვის ნაცვლად, მათი ჯიბიდან ამოღებული თანხებით, საკუთარი ფუფუნებისა და საკუთარი სიამოვნებისთვის, ბიუჯეტიდან ყიდულობს ძვირადღირებულ ყავას, შოკოლადს, სხვადასხვა ტკბილეულს, შაქარს, ერთჯერად ჭიქებსა და კოვზებს. ეს მაშინ, როცა ეს ადამიანი 67 000 ლარს იღებს ხელფასს. ამის პარალელურად კი მოქალქეებს, აგვისტოს თვიდან მოყოლებული დიდუბის რაიონის გამგეობა მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსებაზე უარს ეუბნება. მიზეზი არის ის, რომ რაიონის გამგეობას არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი“- აღნიშნავს კუბლაშვილი.

"ნიუპოსტი" ირმა ზავრადაშვილს დაუკავშირდა. დიდუბის რაიონის გამგებელი შესყიდვებს "წარმომავლობითი ხარჯებით" ხსნის და ირწმუნება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილი პროდუქცია არა მას, არამედ საზოგადოებრივ საბჭოს ხმარდება, რომელიც დიდუბის გამგეობის საქმიანობას მონიტორინგს უწევს.

"2014 წლის შემოდგომაზე მოსახლეობის დიდი დოზით ჩართულობის გამო, 2016 წლის ყველა გამგეობას ბიუჯეტში ოფიციალურად ჩაუდეს წარმომადგენლობითი ხარჯები. ეს დიდუბის გამგეობის ინიციატივით მოხდა. ყველა გამგეობაში შეიქმნა ე.წ. საზოგადოებრივი საბჭო, სადაც საზოგადოების ყველა ფენაა გაერთიანებული და ისინი არაოფიციალურად, მმართველობაში იღებენ მონაწილეობას. დიდუბის რაიონში ასეთი სულ 120 კაცია. ეს ადამიანები დაგეგმიდან დაწყებული შესრულების კონტროლის მონიტორინგით დამთავრებული ყველაფერს აკეთებენ. სულ 14 საბჭოა შექმნილი. ამ ადამიანების შეხვედრა ყოველ 2 კვირაში ერთხელ ხდება დიდუბის გამგეობაში. ამ საბჭოების შეხვედრის და ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, 2016 წლის ბიუჯეტში წარმომავლობითი ხარჯები ჩაიდო ყველა გამგეობაში. სწორედ მსგავს შეხვედრებს ემსახირება ეს წარმომადგენლობითი ხარჯი წლიდან წლამდე. გამონაკლისი დიდუბის გამგეობა ნამდვილად არ არის. გიდასტურებთ, რომ 2015 წელს მარტო დიდუბისა და საბურთალოს გამგეობებში იყო მსგავსი საბჭო და თუ რამე იხარჯებოდა იხარჯებოდა გამგებლის პირადი იბიდან"- განაცხადა ირმა ზავრადაშილმა.

გამგებელი ამბობს, რომ ენმ-ს კანდიდატის ბრალდებებზე საუბარი ეუხერხულება რადგან მისთვის გივი კუბლაშვილი "ოპონენტი" არ არის.

"ის ჩემი ოპონენტი ვერ იქნება, ის არის კანდიდატი ე.წ ნაციონალური მოძრაობის. მე კი ვარ გამგებელი, შესაბამისად ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვერ ვიქნებით. გივი კუბლაშვილი ჩემი ყოფილი მოადგილეა და მას მსგავსი კომენტარების გაკეთებას ურჩევნია თავისი პრემიები და ხელფასები ამოიღოს, რა დოზით აქვს აღებული. ისიც კი არ იცის, რას ნიშნავს წარმომავლობითი ხარჯი. არ მინდა იმ დარღვევებზე ვისაუბრო, რომელიც მისი მმართველობის დროს დიდუბუს გამგეობაში იყო. ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელია ვიღაცა გივი კუბლაშვილის პრეტენზიებზე კომენტარის გაკეთება. თქვენი, პატივისცემის გამო კიდევ ერთხელ ვამბობ: წარმომავლობითი ხარჯები ყველას აქვს ჩადებული. მე მოვყევი პრე ისტორია ამ საკითხზე. მთელი 15 წლის განმავლობაში ამ ხარჯებს ჩემი ჯიბიდან ვიხდიდი. 2016 წლიდან კი, რაც ბიუჯეტში ჩაიდო წარმომავლობითი ხარჯი, ეს თანხები არა გამგებელს, არამედ საბჭოს ხმარდება"- აღნიშნა გამგებელმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42