რა მოხდა კუმურდოში - მოსკოვის ფარული სცენარი
პოლიტიკა - 17:39, 08 Oct, 2017     4489
კუმურდოს ინციდენტი თითქოს ამოიწურა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დღეებში ამ თემაზე არავის აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ის, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მოხდა, როგორც იტყვიან, ყურს იქით გასატარებელი ნამდვილად არაა, რამეთუ ჩვენი უახლესი ისტორია მოწმობს, რომ იგივე აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოშიც უბედურებების კასკადი სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით, საყოფაცხოვრებო ინციდენტით დაიწყო.

მაინც, რა მოხდა კუმურდოში? - ვიდრე ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, უმჯობესია, აღვნიშნოთ, რომ ამ სოფელში კუმურდოს ეკლესია ჯერ კიდევ 964 წელს აშენდა. ეს ის დროა, როცა სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური სომხური მოსახლეობა არ ცხოვრობდა. შესაბამისად, დღეს იმის მტკიცება, რომ კუმურდოს ეკლესია სომხურია, უბრალოდ, სასაცილოა.

ისტორია ყველამ კარგად იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხდება პედალირება, რომ საქართველოს ოფიციალური უწყებები თითქოს ადგილობრივი ეთნიკური არაქართველების ისტორიის გადაწერას ცდილობენ. ზოგადად, მსგავსი რიტორიკა სპეცსამსახურების ხელწერაა. ამ მხრივ კი ყველაზე მეტად რუსული უშიშროება გამოირჩევა. ეს შესაძლოა, ვიღაცისთვის შეთქმულების თეორია იყოს, მაგრამ ის, რაც ბოლო წლებში ჩრდილეთმა მეზობელმა გაგვიკეთა, ყველასთვის ნათელია. კი ბატონო საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი, რუსეთის გარდა, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც არიან, მაგრამ იგივე ეთნოკონფლიქტების გაღვივება ჩვენთან მიმართებაში ყველაზე ხელსაყრელი კრემლისთვისაა, რადგან სწორედ კრემლია ის მონსტრი, რომელიც ვერა და ვერ ეგუება ჩვენს ევროატნალნტიკურ სწრაფვას, რადგან იცის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მთლიანად დასავლურ რელსებზე გადავა, გავლენას მთელ კავკასიაზე დაკარგავს.

საკუთარი ინტერსესების გასატარებლად კრემლი, ცხადია ადგილობრივ „მეხუთე კოლონასაც“ იყენებს, მაგრამ როგორც იტყვიან, „სტრახოვკისთვის“ ეთნოკონფლიქტების გაღვივებაც სჭირდება. ამ კუთხით რატომ აკეთებს რუსეთი აქცენტს მაინცდამაინც სამცხე-ჯავახეთზე? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ამ რეგიონში სომხური მოსახლეობის სიმრავლეა. ცნობილია, რომ სომხეთს რუსეთთან კარგი ურთერთობა აქვს. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოფიციალური ერევანი თავის ნებისმიერ გადაწყვეტილებას კრემლს უთანხმებს. შესაბამისად, თუ ეს მართლაც ასეა, საქართველოს სომხური მოსახლეობის აბუნტება თუნდაც იმ საბაბით, რომ იგივე კუმურდოს ეკლესია მისი საკუთრებაა, ან ქართულმა მხარემ ამ ტაძრის ეზოში დასაფლავებული სომხების საფლავები შეურაცხყო, სრულიად საკმარისია.

რაც შეეხება ქვემო ქართლს, სადაც აზერბაიჯანელები სახლობენ. იმთავითვე ცნობილია, რომ ეთნიუკურ აზერბაიჯანელებს ე.წ. სეპარატისტული გამოხტომები არასოდეს ჰქონიათ. ამიტომ, ქვემო ქართლში კონფლიქტის გაღვივება ეთნიკურ ნიადაგზე გაჭირდება.

კუმურდოს ინციდენტი, როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, შესაძლოა, ერთგვარი მოსინჯვა იყო, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინციდენტი დროზე არ აღიკვეთებოდა, საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური სომხები კუმურდოელებს მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ და არჩევნების წინ ცეცხლის დიდი კერა გაჩნდებოდა, რომლის ჩაქრობაც ძალიან გაჭირდებოდა.

ერთი სიტყვით რუსული სპეცსამსახურების ვირეშმაკობა გასაგებია, მაგრამ საინტერესოა ყველაფერ ამაში გარკვეულ როლს ადგილობრივები მოსახლეობაც, კერძდო, ქართველებიც ხომ არ ასრულებენ? ამ თემაზე საუბარი მხოლოდ ვარაუდით შეიძლება, ანუ როგორც ზემოთ ვახსენეთ, კრემლს საქართველოში არცთუ სუსტი „მეხუთე კოლონა“ აქვს, რომელსაც ექსპტრემალურ ვითარებაში ააქტიურებს ხოლმე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ კუმურდოს ინციენტი სწორედ ქართული „მეხუთე კოლონის“ მიერ იყოს ინსპირირებული, თუმცა ამის გარვკვევა სპეცსამსახურების მოვალეობაა.

მოკლედ, კუმურდოს ინციდენტი რომ თითიდან გამოწოვილია, ამას ისტორიული წყაროებიც მოწმობს, სადაც წერია:

„1828-1830 წლებში სამხრეთ კავკასიაში შემოიყვანეს 124 000 სომეხი (მათგან 40 000 სპარსეთიდან და 84 000 თურქეთიდან), საიდანაც უდიდესი ნაწილი ჩაასახლეს ტიფლისის გუბერნიის ბორჩალოს, ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში, ხოლო უმცირესი ნაწილი ერევნის გუბერნიაში, სადაც, რუსი ისტორიკოსების სიტყვებით, სომხური მოსახლეობა თითქმის აღარ იყო.

ლოგიკურად, სომეხი მოსახლეობა თავის მშობლიურ სომხეთში, კერძოდ, ერევნის გუბერნიაში უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ამის სანაცვლოდ მათ საქართველოს საუკეთესო მიწები (დაახლოებით 100 ათასი ჰა) გამოუყვეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს რუსეთის შორსგამიზნულ იმპერიულ პოლიტიკაზე.

ამ ოფიციალურად გადმოსახლებულების გარდა, დაახლოებით, 80 ათასი სომეხი ფარულად გადმოვიდა და დასახლდა ამიერკავკასიაში, მათაც, ძირითადად, ტიფლისის გუბერნიის ნოყიერი მიწები დაიკავეს.

ამგვარად, სულ რაღაც ორ წელში, უძველეს ქართულ მიწებზე დაასახლეს 120 ათასზე მეტი სომეხი ეროვნების ადამიანი. ეს ფარული ექსპანსია შემდეგ წლებშიც გრძელდებოდა, განსაკუთრებით, ყირიმის ომის შემდგომ პერიოდში.

1893-1894 წლებში, თურქეთიდან 100 000-ზე მეტი სომეხი გადმოსახლდა ამიერკავკასიაში და უმრავლესობა, ბუნებრივია, კვლავ საქართველოშია.

იმავე შავროვის მონაცემებით, 1911 წლისათვის ამიერკავკასიაში მცხოვრები 1,3 მლნ სომეხიდან 1 მლნ-ზე მეტი არ მიეკუთვნებოდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს და 1828-1910 წლების პერიოდში რუსი ჩინოვნიკების მიერ იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულები.

მისი გათვლებით, მხოლოდ 1896-1908 წლებში, ამიერკავკასიაში ჩაასახლეს 300 ათასზე მეტი სომეხი.“

ამასთან, ისიც ცნობილია, რომ რუსეთი საქართველოში თავისი „ველიკოდერჟავული“ პოლიტიკის გასატარებლად იმთავითვე უპირატესობას სომხების გადმოსახლებას ანიჭებდა, რასაც ანალიტიკოსები ასე ხსნიან:

„სომეხი ხალხის სპარსელების და განსაკუთრებით, თურქების ჩაგვრისგან დახსნით და საქართველოს საუკეთესო მიწებზე გადმოსახლებით, მისი მხსნელის როლში მოგვევლინა და ისეთი დამჯერი მოკავშირე შეიძინა, რომელიც შემდგომ პერიოდში ხშირად ეროვნულ ინტერესებზე მაღლა რუსეთის ინტერესებს აყენებდა. რუსეთს, ალბათ, იმდენად ეშინოდა ქართველთა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე (სასაზღვრო ზოლი, ნავსადგურები და ა.შ.) სომხების ჩასახლებით სამომავლოდ თავს იზღვევდა“.

ეს „თავის დაზღვევა“ კუმურდოს ინციდენტითაც ნათლად გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ კუმურდოში მომხდარი გაუგებრობის კვალი ჩრდილოეთამდე მიდის, გონივრულ ეჭვს არაა მოკლებული.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტიდან მეხუთე დღეს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვმი იყო: გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42