შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით შვეიცარიაში ვიზიტი დაასრულა
პოლიტიკა - 12:24, 08 Oct, 2017     1057

საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის მიწვევით შვეიცარიაში, კერძოდ ტიჩინოს კანტონში ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები გამართეს ტიჩინოს კანტონის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლებთან და შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრებისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზე.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ისკო დასენი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ფატი ხალვაში წარმოადგენდნენ.

მე-9 მოწვევის პარლამენტში, ქართველი დეპუტატები, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში, პირველად იმყოფებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტით. წინა მოწვევის პარლამენტში, მსგავსი ფორმატის ვიზიტები ორმხრივ ფორმატში განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42