„სუამის განვითარების საერთო ხედვა გულისხმობს თამშრომლობიდან მეტ თანაქმედებაზე გადასვლას“ - მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 11:53, 08 Oct, 2017     1100

„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია მეგობარი სახელმწიფოების მიერ, რომელთაც მეტი სტაბილურობისა და განვითარების საერთო ინტერესები და ხედვა გააჩნიათ. ამ ორგანიზაციამ 20 წლის განმავლობაში შეძლო განევითარებინა ინსტიტუტები, ჩამოეყალიბებინა თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები, ასევე დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი საერთაშორისო ასპარეზსა და ფორმატებში“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში სუამმა შეძლო განევითარებინა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, სატრანსპორტო კავშირები, უწყებათა შორისი და სექტორალური თანამშრომლობა, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრის თქმით არსებული თანამშრომლობა ვითარდება არამარტო სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე სუამ-ის პარტნიორებთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით წლევანდელი წელი გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობებით. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქ. კიევში გამართულ შეხვედრას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს შორის, რამაც მინისტრის შეფასებით ახალი იმპულსი შესძინა ორგანიზაციის ფარგლებში ეკონომიკური და სხვა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას.

„ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან უფრო მეტ თანაქმედებაზე გადასვლას, რათა ერთად შევძლოთ კიდევ უფრო ძლიერი სუამის და ძლიერი ორგანიზაციის განვითარება. დღეს შევაფასებთ როგორც განვლილ 20 წელს და მიღწეულ შედეგებს, ასევე ვისაუბრებთ მომავალზე და იმ ხედვებზე, რომელმაც უნდა წარმართოს ამ ორგანიზაციის საქმიანობის შემდგომი 20 წელი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა, დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება. ​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42