„თბილისზე მზრუნველი 2017“ - ჯილდო წელს 9 ადამიანმა მიიღო.
პოლიტიკა - 19:19, 07 Oct, 2017     1304

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თბილისზე მზრუნველები დააჯილდოვა.

“თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო წელს უკვე მეოთხედ იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიასა და ქალაქს. ზრუნავენ და წვლილი შეაქვთ დედაქალაქის განვითარებაში.

ყოველწლიურად „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეების დასახელება თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა იყო და ნომინაციაში გამარჯვებულები წელსაც, გასული წლების მსგავსად, „თბილისობა 2017“-ის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.

„თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო წელს 9 ადამიანმა მიიღო. ესენი არიან: ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი და დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დავით გრძელიძე, რომელიც 1981 წლიდან აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს, „კომპანია ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენელი და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი დავით შონია, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ელ. დეპო „ნაძალადევის“ №1 კომპლექსური შეკეთების და მომსახურების საამქროს ტექნიკოსი ელგუჯა მარკოზიშვილი, რომელიც გახსნის დღიდან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელია, რესტავრატორი ლევან რევაზაშვილი - უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა მწერალთა სახლის შიდა აივნები, გარე ფასადის ფანჯრები, შიდა დარბაზები (თეთრი დარბაზი და კაკლის ოთახი). მისსავე სახელს უკავშირდება ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში საგამოფენო ვიტრინების რესტავრაცია. ამჟამად, მუშაობს რომის ქუჩა N 2-სა და დადიანის ქუჩა N 34-ში მდებარე ისტორიულ სახლებზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა - იგი თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, განათებასა და გამწვანებაზე, მზია ნადირაძე, რომელიც 40 წელია ძალას არ იშურებს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნარკვევის და სამუზეუმო პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სტატიების, ციალა ჩხაიძე - 96-ე ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც 51 წელია საკუთარი საქმის ერთგულია და ჰამლეტ ჟიჟიაშვილი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - უშუალოდ კურირებდა პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს და დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

“უკვე მეოთხე წელია, ჩემი ინიციატივით, შემოდგომის დღესასწაულის ფარგლებში, დავაწესეთ ჯილდო - თბილისზე მზრუნველი! ამით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისის განვითარებაში! თქვენთვის, შესაძლოა, ნაკლებად ცნობილი ადამიანები თავიანთი საოცარი ისტორიებით ქმნიან ღერძს, რომლის გარშემოც მოძრაობს და ცოცხლობს ჩვენი თბილისი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42