რელიგიის თავისუფლების მუხლზე მსჯელობის განახლებასთან დაკავშირებით TDI განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:36, 07 Oct, 2017     945
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიესალმება პრეზიდენტისა და პარლამენტის მზაობას რელიგიის თავისუფლების მუხლზე მსჯელობის განახლებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით TDI განცხადებას ავრცელებს:

„2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი რედაქციის თანახმად, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა ექვსი საფუძვლით გახდა შესაძლებელი, რომელთაგან სამი კრიტერიუმი არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს.

TDI-მ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ დაწესებულებებთან და იურისტებთან ერთად, არაერთხელ მიმართა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, ვენეციის კომისიასია და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა არ დაეშვათ რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში არაგანჭვრეტადი საფუძვლებით ჩარევის შესაძლებლობა და საქართველოში ადამიანის უფლბებების მდგომარეობის გაუარესება . ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიმართვა გაავრცელეს რელიგიურმა გაერთიანებებმაც .

ვენეციის კომისიამ, საკუთარ დასკვნაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ წარმოდგენილი საფუძვლები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოუწოდა სახელმწიფოს, შეცვალოს კონსტიტუციის მუხლის ფორმულირება.

2017 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით, ერთობლივად წარუდგინეს პარლამენტს 4 პუნქტიანი წინადადება. პარლამენტისათვის წარდგენილი შეთავაზება არ შეხებია კონსტიტუციის პროექტის იმ ნაწილის გამოსწორებას, რომელიც რელიგიის თავისუფლების სტანდარტს აუარესებს.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი და პოლიტიკური ოპოზიცია მზად არიან იმსჯელონ რელიგიის თავისუფლების მუხლზეც, თუ საპარლამენტო უმრავლესობას ამის მზაობა ექნება.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მუხლზე განხილვის გაგრძელებას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობაც.

მივესალმებით პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოხატულ მზაობას, განაგრძონ საქართველოს კონსტიტუციის რელიგიის თავისუფლების მუხლზე მსჯელობა, რამდენადაც რელიგიის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება და ის პოლიტიკური შეთანხმების საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.

ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციას და არ დაუშვებს საქართველოში რელიგიის თავისუფლების სტანდარტის გაუარესებას.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42