"ივანიშვილი განაგრძობს აბუჩად აგდებას"- ელისაშვილი დეპუტატებს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 16:26, 07 Oct, 2017     1398
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკრებულოში თანამდებობა დატოვა, მის ყოფილ კოლეგებს მოუწოდებს, რომ თავი არ შეირცხვინონ და ივანიშვილის ნოტარიულ ბიუროდ არ იქცნენ. ელისაშვილის თქმით ივანიშვილი მთელ ქალაქს ატყუებს და აბუჩად იგდებს, რადგან პუშკინის სკვერთან არა საერთო სარგებლობის, არამედ თავისი სასტუმროს პარკინგის განთავსებას აპირებს:

"ამ ხნის განმავლობაში, ფაქტია, რომ ქართული ოცნება იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ იქ მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი უნდა გაკეთდეს და ყველასთვის უნდა იყოს ეს პარკინგი. დადასტურდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 30 მანქანაზე იქნება ეს ავტოპარკინგი, რაც იმას ადასტურებს, რომ სინამდვილეში, სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთვის კეთდება ეს პარკინგი და არა საერთო სარგებლობისთვის.მე მსურს, მოვუწოდო თბილისის საკრებულოს, რომ კიდევ ერთხელ ნუ შეირცხვენს საკრებულოს ეს შემადგენლობა თავს. ასევე, მე მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით და პირველ რიგში ოპოზიციონერ დეპუტატებს, თბილისის საკრებულოს, ხომ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს თბილისის საკრებულოს აბუჩად აგდებას, კიდევ რა მიზეზი უნდათ იმისთვის, რომ წამოვიდნენ. მეტი რაღა უნდა ქნას ბიძინა ივანიშვილმა, რომ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისის საკრებულოს.“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42