„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“- თსუ-ში კონფერენცია გაიმართა
პოლიტიკა - 14:34, 07 Oct, 2017     963

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართულ საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი დაესწრო. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის და კარტოგრაფის ნიკოლოზ ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„ძალიან საინტერესო კონფერენციას მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ეხებაა ლანდშაფტმცოდნეობას და ეძღვნება პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხსოვნას. მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ნიკოლოზ ბერუჩაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩვენს კათედრას და იყო ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი მსოფლიოში. კონფერენციაზე ჩამოსულია ბევრი მისი კოლეგა და მოსწავლე. ისინი განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს,რომელიც უკავშირდება გეომორფოლოგიას, ლანდშაფტს. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს. მასში უცხოელი მკვლევრების გარდა, ჩარტული არიან სტუდენტებიც. მათ ექნებათ კომუნიკაცია უცხოელ მკვლევრებთან და ეს მოგვცემს მეცნიერების პოპულარიზაციის საშუალებას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და ვარ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის მონაწილე. აღსანიშნავია, რომ ამ კონფერენციის მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია,რომლის პროფესორიც მსოფლიოში ცნობილი გეოგრაფი და ლანდშაფტმცოდნე ნიკოლოზ ბერუჩაშვილი გახლდათ. ამ ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ისაუბრებენ დარგის სამომავლო პერსპექტივებზე, ჩვენი განსახილველი თემები იქნება დაკავშირებული მეცნიერებასთან, კვლევასთან, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან,“- განაცხადა FAO-ს ხელმძღვანელმა ანდრეი კუშლინმა.

ქართველ გეოგრაფებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსის, ლიტვის, ესტონეთის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ჩილეს, თურქეთის წარმომადგენელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები ლანდშაფტმცოდნეობაში წარმოებულ უახლეს კვლევებზე, სამეცნიერო ლიტერატურაზე, ისაუბრეს ამ დარგის განვითარებაში ნიკოლოზ ბერუჩაშვილის წვლილზე.

კონფერენციაზე 3 სექცია მუშაობდა: ლანდშაფტი, როგორც სივრცე-დროითი სისტემა: თეორია და რეგიონული კვლევები; ლანდშაფტი და საზოგადოება: ურთიერთქმედების მიჯნები; ლანდშაფტი, როგორც დაგეგმარებისა და აღქმის ობიექტი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა 2 საველე სკოლა-სემინარი; კონფერენციის წარმომადგენლები ავიდნენ იალნოს ქედზე ნიკოლოზ ბერუჩაშვილის სახელობის მწვერვალზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42