დავით ნარმანია და გიორგი კვირიკაშვილი „ახალ ტფილისში“ თბილისობის ღონისძიებებს დაეწრნენ
პოლიტიკა - 14:33, 07 Oct, 2017     1797

თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, „ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

სპეციალურად „თბილისობის“ დღესასწაულისთვის განახლებულ აღმაშენებელზე ქართული მარკების გამოფენა მოეწყო. ძველი ფოსტის შენობის გასწვრივ 4 საფოსტო ყუთის ექსპოზიცია დამონტაჟდა, რომლებიც ერთმანეთთან ეპისტოლარული ხაზებით არის დაკავშირებული და წარმოსახვით ღია ბარათებისა და წერილების მიმოქცევის იმიტაციას ქმნის. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გახლავთ 30 ქართული მარკა 1918 წლიდან - დღემდე.

გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში „ახალ ტფილისში“ საბავშვო-გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. განახლებულ აღმაშენებელზე საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი ეწყობა.

ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება კი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით მიმდინარე მსვლელობა/პერფორმანსი „მექანიკური სიზმარი“ გახლავთ, რომლის ფარგლებშიც განახლებულ აღმაშენებელზე ზღაპრული, მექანიკური კონსტრუქციები გახლავთ განთავსებული. ასევე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მომზადდა მექანიკური კოსტიუმები.

მექანიკური კონსტრუქციები მოიცავს რკინის „ცათმფრენს“. ასევე ზღაპრული დეკორის მქონე ხუთბორბლიან, 1,5 მეტრიან ველოსიპედს. „მექანიკური სიზმრის“ ავტორი უტა ბექაიაა. პერფორმანსის ნახვა მსურველებს 20:00 საათამდე შეეძლებათ.

20:00 საათზე კი, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ კონცერტს გამართავს, სადაც სიმღერები ორკესტრის მრავალფეროვანი საკონცერტო რეპერტუარიდან იქნება წარმოდგენილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42