გიორგი ბირბიჩაძე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:27, 07 Oct, 2017     911
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. სხვადასხვა სფეროსა და პროფესიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატთან შეხვედრისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დედაქალაქის რაიონებში ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კულტურის ცენტრების, ასევე, ახალი სასწავლებლების შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, ახალგაზრდების საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა როგორც თბილისის თითოეული რაიონის, ასევე, ქალაქისა და ქვეყნის წარმატებული მომავლის ერთ-ერთი წინაპირობაა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დედაქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობას. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ახალი პროექტების განხორციელება, ქალაქის ეკონომიკური განვითარება და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისება, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს, რაც ყველა პროფესიის ადამიანისთვის სოციალური ფონს გააუმჯობესებს.

„არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო და ხმა მივაწვდინო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნუცუბიძის ფერდობზე, ქავთარაძეზე, პოლიტკოვსკაიაზე, თხინვალასა და აგარაკის დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს, თუ რას გააკეთებს ჩვენი გუნდი გამარჯვების მოპოვების შემდეგ. დღეს შევხვდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი გუნდის მიერ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებს საგანმანათლებლო და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით, შეხვედრაზე მყოფთ გავაცანი გუნდის პოლიტიკა - ქალაქის ეკონომიკის განვითარებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ასევე, ვიმსჯელეთ, რაიონში არსებულ სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება, ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქის ურბანული განვითარება და სხვა,“ - აღნიშნა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბირბიჩაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42