აღსანიშნავია, რომ ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ეძღვნება ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ისტორიას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის უძველეს ქვეყანას. იგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმი შეიქმნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი“-ს ფინანსური მხარდაჭერით. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციაში: Hollywood International Independent Documentary Award, Oenovideo International Grape & Wine Film Festival, MOST Wine & Cava International Film Festival, etc.
საღამო „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ორგანიზებით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ქართული ღვინის კომპანიების მხრადაჭერით.
ღონისძიება დასრულდა მიღებით და ქართული ღვინის დეგუსტაციით.
მასალის გამოყენების პირობები






