თბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება
პოლიტიკა - 11:08, 07 Oct, 2017     1138

2017 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართება. სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის ხელმძღვანელობით, თბილისს სუამის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უმასპინძლებს.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

სპეციალური სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერება სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივ კომუნიკეს. სხდომის დასასრულს იგეგმება ერთობლივი პრეს-კონფერენციის გამართვა, სადაც განცხადებებს გააკეთებენ ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.

დღის ბოლოს, სუამის დელეგაციის წევრები „თბილისობის“ დღესასწაულშიც მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დინამიური და პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42