თენგიზ ფხალაძე ბუქარესტის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 11:06, 07 Oct, 2017     519

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ბუქარესტის ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

თენგიზ ფხალაძე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ინიციატივას "ჩინეთის გზა და სარტყელი" ეძღვნებოდა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც აღმოსავლეთ- დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდზე. ისაუბრა მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ქმნის.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორისა და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყნის ჩართულობა ამ პროექტში ხელს შეუწყობს მრავალმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობას.

"ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს იმ ტიპის პროექტებისათვის, სადაც ყველა მხარე მოგებულია. საქართველოს დაცულობა და შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტი სტაბილურობის მომტანია და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას",- განაცხადა ფხალაძემ.

დახურულ ფორმატში გამართული მეორე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას კონფლიქტებს და მეზობლებისადმი რუსეთის პოლიტიკას ეძღვნებოდა.

თენგიზ ფხალაძემ აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და მცოცავი ოკუპაციისა და ფარული ანექსიის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის შეკავების ერთადერთი საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42