"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვეტოზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმაუკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ უკვე აღიარებულად წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პოზიტიური როლი ეთამაშა.
„პრეზიდენტმა ორ საკითხთან დაკავშირებული საყოველთაო კონსენსუსის რეალიზებაზე უარი თქვა, რომელსაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება. ორი საათის განმავლობაში, პრეზიდენტი კონსტიტუციის მხარდაჭერის შესახებ უმრავლესობის წევრებისა და ამავდროულად, ხუთი პარტიის ლიდერების სხვადასხვა მოსაზრებებს ისმენდა, დღეს კი, მისი წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია მივიღეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი საზოგადოებას კონსტიტუციის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ თუ მათ წინადადებებს დავთანხმდებოდით, მაგრამ გუნდის ნაწილი მხარს არ დაგვიჭერდა, ოპოზიციის ხმებს შემოგვაშველებდნენ. თავისი წინადადებით ჩვენს გუნდში განხეთქილების შემოტანა სცადეს, რაც ბუნებრივია არ გამოუვიდათ. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე უარი თქვა, რომ უკვე აღიარებულად წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პოზიტიური როლი ეთამაშა“- განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






