პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა
პოლიტიკა - 20:18, 06 Oct, 2017     1118
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა. საზეიმო მიღებას, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე მსუბუქი ბატალიონის, საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი, სერგეი გოროზია. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის, 23-ე ქვეითი ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

პრეზიდენტმა ქართული საგუნდო მუსიკისა და სამხედრო ორკესტრის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მთავარ დირიჟორს, კაპიტანი კობა მერმანიშვილს ღირსების ორდენი გადასცა.

დღესვე მიღებაზე საქართველოს სამხედრო ძალების დროშების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სამხედრო ძალების დროშები, საქართველოს სამხედრო ძალების დროშა, შეიარაღებული ძალების დროშა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შტანდარტი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დროშა, საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დროშა, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დროშა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დროშა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დროშა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის დროშა, სპეციალური ოპერაციების ძალების დროშა, ეროვნული გვარდიის დროშა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42