თბილისში საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთვარობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 19:35, 06 Oct, 2017     926
თბილისში ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ქვეყნის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში.

კომისიის სხდომა ორი ქვეყნის მინისტრების თანათავმჯდომარეობით წარიმართა - საქართველოს მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ყაზახეთის რესპუბლიკის მხრიდან კი - ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა.

მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის თანამშრომლობის მიმართულებები ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მრეწველობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კავშირგაბმულობის სფეროებში.

კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი. ამასთან, კომისიის სხდომის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი რეგიონში საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკაა. თუმცა, გიორგი გახარიას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ დინამიკა პოზიტიური გვაქვს, ყაზახეთთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ციფრები საკმარისი არ არის.

„ყაზახეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში, ისევე როგორც ენერგომატარებლების ნაწილში. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე კონკრეტულ თემასა და ამოცანებზე, რომლებიც მომავალი ერთი თვის განმავლობაში უნდა გადავლახოთ - ესაა ქართული კომპანიებისა და ქართული ექსპორტისთვის ყაზახეთის ტერიტორიაზე დღგ-თი დაბეგვრის საკითხი, რაც აძვირებს ქართულ ექსპორტს. ამასთან დაკავშირებით მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი განხილული იქნება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხს - იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთის მთავრობა ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირებას მოახდენს. ასევე განვიხილეთ ტურისტული ტრაფიკების და ყაზახური კომპანიების ინვესტიციების თემა საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“, -აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე განიხილეს კიდევ ერთი თემა - როგორ შეუძლიათ საქართველოსა და ყაზახეთს ერთობლივად მუშაობა ისეთ მესამე ბაზრებზე, როგორებიცაა ევროკავშირის და ჩინეთის ბაზრები. „ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რათა კოოპერირების ხარისხი მაღალი იყოს იმ სექტორებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთვარობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მუშაობა დადებითად შეაფასა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ჟენის კასიმბეკმაც. როგორც მან აღნიშნა, ორი ქვეყნის თანამშრომლობას მომავალში დიდი პერსპექტივები აქვს, ყაზახეთისთვის საქართველო რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია - მას საქართველოს ეკონომიკაში დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული და მომავალშიც ასევე აპირებს გაგრძელებას.

„ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების მთელი სპექტრი განვიხილეთ. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დიდი ზრდა გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. საქართველოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს საქონელბრუნვაში - როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ნაწილში.

ჩვენ ვხედავთ ორმხრივ ინტერესს როგორ სოფლის მეურნეობის, ისე მრეწველობის მიმართულებით, ასევე ტრანსპორტის სფეროში. იმედი გვაქვს, რომ ზრდა გვექნება საქართველოს გავლით ყაზახური ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. ამასთან, ყაზახეთს თავისი აქტივები აქვს ბათუმის პორტში, ანუ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოს ეკონომიკის წარმატებით განვითარებაში, საქართველო კი ჩვენითაა დაინტერესებული“ - განაცხადა მინისტრმა.

ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ყაზახეთისთვის საინტერესო ქვეყანაა ტურიზმის მიმართულებითაც. „ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახი ტურისტების რიცხვის ზრდის დინამიკა საქართველოში, ამ კუთხით ჩვენ ტოპ-5 ქვეყანაში შევდივართ და საქართველო ჩვენთვის უზარმაზარ ინტერესს წარმოადგენს - ყაზახეთის დასავლეთ რეგიონებიდან საქართველომდე ფრენას 1-1,5 საათი სჭირდება. ამასთან, ხარისხისა და ფასის მიხედვით ყაზახებისთვის საქართველოს კურორტები ძალიან მისაღებია. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თეზისი იყო, რომ ჩვენს ეკონომიკებს შეუძლიათ, წარმატებით შეავსონ ერთმანეთი“, -აღნიშნა ჟენის კასიმბეკმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახი კოლეგა ნოემბერში თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ფორუმის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის მთვარობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მუშაობისას დასახული მიზნებისა და დავალებების შედეგებს შეაჯამებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42