"ევროპული საქართველო" მთავრობას დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 18:41, 06 Oct, 2017     1014
"ევროპული საქართველოს" საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება დედაქალაქის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს და ხშირ შემთხვევაში პირადი მიზნებისთვის იყენებს.

„მინდა მერიაში უნიათობისა და მავნებლობის სამი მაგალითი წარმოგიდგინოთ. პირველი მაგალითი არის ახალი წელი. ივნისში შეიქმნა კომისია, რომ საახალწლოდ ქალაქის გაფორმების თანხა გაღებულიყო. ივნისიდან სექტემბრამდე არაფერი გაკეთებულა და სექტემბერში გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით, უტენდეროდ მთელი თანხა წავიდა თბილისის მერიის შ.პ.ს_ზე “თბილისელების ჯგუფზე”.

მეორე ასეთივე მაგალითია “თბილისობა” არანაირი ტენდერი თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით ჩატარებული არ არის და მონაცემთა ბაზებში საერთოდ არ იძებნება როდის და როგორ იქნება წლევანდელი თბილისობის ხარჯები გაღებული.

მესამე მაგალითი არის ძალიან უცნაური, ეხება პეკინის ქუჩას რომელიც რეაბილიტირდა, ყველამ ვნახეთ რომ საკმაოდ მაშტაბური სამუშაოები ჩატარდა და ჩვენ ვიცით მხოლოდ კომპანია “black see group” მაგრამ არაფერი არ არის ცნობილი ტენდერებთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. თუ როგორი ხელშეკრულება გაფორმდა ამ კომპანიასთან ეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ იძებნება.

ასეთი მოპყრობა ბიუჯეტთან იწვევს შეკითხვებს და ჩვენ ზუსტად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ბიუჯეტით თავისუფლად არის შესაძლებელი რომ ჩვენ გავზარდოთ 50 ლარით პენსიები და 70 ლარით გავუზარდოთ სოციალური დახმარება ოჯახის თითოეულ წევრს“- განაცხადა გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42