,,ხელისუფლება ერთპარტიულ დოკუმენტზე ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას დადებითად ვერ გაასაღებს" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:54, 06 Oct, 2017     2929
"ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა პოლიტიკურ ნაწილში კრიტიკულია. ქარდავას არგუმენტად ჯანი ბუკიკიოს განცხადება მოჰყავს, რომელიც კვლავ წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყნის უზენაესი დოკუმენტის ირგვლივ სრული კონსენსუსი არ არსებობს.

ამასთან ედპ-ს ლიდერის თქმით, ვენეციის კომისია მხარეებს მოუწოდებს, რომ კონსტიტუციის ამოქმედებამდე დარჩენილი დრო შეთანხმებისთვის.

მისივე განცხადებით, "ხელისუფლება საერთაშორისო ექსპერტების კრიტიკულ დასკვნას დადებითად ვერ გაასაღებს".

"ვენეციის კომისიის დასკვნა სავარაუდოდ ორშაბათს გამოქვეყნდება, თუმცა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების გათვალისწინებით, რომ ტექნიკური ცვლილებები შევა იმ წინასწარ დასკვნაში რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო და ჩვენთვის ცნობილია, დღესვე შეგვიძლია მარტივად გითხრათ, რომ იმ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით რამაც საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხში შეიყვანა, ეს არის 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება და კონსენსუსის არარსებობა კვლავ დღის წესრიგში რჩება და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია სინანულს გამოთქვამს და ამ ნაწილში ბუნებრივია ვენეციის კომისიის ნეგატიური დამოკიდებულებაა. დასკვნის პოლიტიკური მხარე იგივე - ნეგატიური იქნება. ის ფაქტიც, როცა ბუკიკიო აცხადებს, რომ სანამ კონსტიტუცია ამოქმედდება კიდევ არის დრო მიღწეულ იქნას კონსენსუსი, ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლების ხისტი პოზიცია არც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არავის მოსწონს. ეს არის რეალობა, მეტ დეტალზე საუბარი მას შემდეგ შეგვეძლება, რაც დოკუმენტს გავეცნობით"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42