ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნითი დოკუმენტი დამტკიცებულია. დღეს მიღებული დოკუმენტი ორშაბათს გამოქვეყნდდება. თუმცა როგორც ცნობილი ხდება, დოკუმენტში ტექნიკური ხასიათის შესწორება არ შესულა. ვენეციის კომისია და მისი თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო კვლავ ხაზს უსვამს პრობლემას, რომელიც პროპროციული საარჩევნო სისტემას ეხება და რომელიც კონსტიტუციის თანახმად 2024 წელს უნდა ამოქმედდეს, კომისიის თავმჯდომარე ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ დოკუმენტი საერთო კონსენსისის გარეშეა მიღებული.
ბუკიკიოსთვის პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადება კვლავ მიუღებელია.
აღნიშნულ საკითხზე „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში შეფასება გააკეთა პრეზიდენტის მრცეველმა ფიქრია ჩიხრაძემ, რომელიც აცხადებს, რომ ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვეტო უნდა იყოს შეთანხმების და არა დათანხმების მომტანი:
„ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს არ აკეთებს, ვენეციის კომისია დაჟინებით საუბრობს უკვე მერამდენე დასკვნაში თემაზე კონსესუსის არარსებობაზე. ეს არის ის გენერალური ხაზი, რომელიც გასდევს სამწუხაროდ და რომელიც არის მთავარი ჩრდილი და პრობლემა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისა.
ის, რასაც ვენეციის კომისია ტრადიციულად ამბობს და ამასაც ყველა დასკვნაში იმეორებდა, რომ მივესალმებით ახალი პროცესის დაწყებასო, ეს არის ჩვეულებრივი წინასიტყვაობა, რა თქმა უნდა ისინი არ გვეუბნებიან, რომ ჩვენ მივიღეთ დრაკონული კონსტიტუცია და ეს ასე მართლაც არ არის, მთავარია რა ამოცანას ვისახავთ იმ განვლილი პერიოდიდან გამომდინარე. ამოცანას ვისახავთ იმას, რომ თვისობრივად ახალ სტანდარტზე გადავდივართ, პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობისა, ხელისუფლების დაბალანსებისა და ასე შემდგომ, თუ უბრალოდ ვინარჩუნებთ ოდნავ შეცვლილ ან რაღაცა დონეზე გაუარესებულ მუხლებს, მაგრამ პრინციპულად არ ვცვლით არაფერს,
ჩვენ ერთ-ერთ ეტაპზე გვითხრა ვენეციის კომისიის ერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომ თქვენ რეგიონში უარესები არ ხართო. ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ უბრალოდ ვინმეზე უკეთესები ან უარესები ვიყოთ. ჩვენ გვაქვს მკაფიო მოცანა, რომ უნდა ვიყოთ მოწინავენი და უნდა ვიყოთ მნიშვნელოვანი მოთამაშე იმ ერთობისა, რომელზეც გვაქვს პრეტენზია.
განსხვავებული აზრები სადაც არის, იქ უნდა დაიწყოს დიალოგი, პროცესში რაღაც საკითხზე მოხდება შეთანხმება, რაღაცაზე კი ვერა, კომპრომისი სწორედ ამას გულისხმობს. მმართველი გუნდის პოზიცია სწორედ ამაში იყო გაუმართლებელი, რომ ამბობდნენ, ჩვენ ვამბობთ და დანარჩენები დაგვეთანხმეთო, ეს არ არის შეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას ძალისხმევა იყოს ჩადებული, რომ კონსტიტუცია, როგორც თანხმობის დოკუმენტი მივიღოთ ისე და შევქმნათ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი.
ვენეციის კომისია არ გკარნახობს ვეტოში რა უნდა ჩაწერო, კომისია ამბობს, რომ ვეტო არის შესაძლებლობა, რომ თანხმობა მოხდეს. ჩვენც განვიხილავთ ვეტოს, ამ შესაძლებლობად. ამიტომ ვამბობთ სწორედ, ორი საკითხი სამი მოსმენის შემდგომ რომ გაჩნდა, კიდევ ორი საკითხი ხომ ემატება ვენეციის კომისიის შეფასებების შედეგად? ჩვენ მზად ვართ ეს საკითხებიც დავამატოთ, მაგრამ ყველაზე პროგრესულ საკითხად რაც ითვლება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამის მხარდაჭერისთვის არის მზად მთელი ოპოზიციური სპექტრი, რატომ არ უნდა ხელისუფლებს მართლაც უნიკალური შანსი გამოიყენოს, ვერ ვხვდები, ვენეციის კომისია მოგვიწოდებს, რომ ვეტო ვაქციოთ შეთანხმებად და არა დათანხმების დოკუმენტად, შევთანხმდით რომ 5 საკითხი მათი იყოს, ერთი სხვასაც ხომ უნდა დაუთმონ? ხელისუფლება არ უნდა გაჯიუტდეს ასეთ დროს!“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






