"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო პროექტი "ლამაზად გაკეთებული" თუმცა ცუდი ნამცხვარია.
"დღეს არაფერი ახალი არ თქმულა. ბუკიკიომ ასეთი ფრაზა თქვა: ახალი პროექტი ლამაზ ნამცხვარს ჰგავს, რომელსაც არავინ ჭამს". ცხადია ამ გამონათქვამში კონოტაცია არის უარყოფითი. ნამცხვარი, რომელსაც არავინ არ ჭამს არ ვარგა. კონსტიტუციას რომელსაც მხოლოდ ერთი პარტია ეთანხმება პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. ვენეციის კომისია ხელისუფლებას არც თუ ირიბად მოუწოდებს, რომ აიღონ ის შთავაზება, რომელსაც მას მთელი ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი სთავაზობს. კერძოდ ის ოთხი მოთხოვა, საიდანაც ორი მათია, რასაც პრეზიდენტის მდივანი კომისიის სხდომაზე ახმოვანებდა"- აღნიშნა ნიკა რურუამ.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნითი დოკუმენტი დამტკიცებულია. დღეს მიღებული დოკუმენტი ორშაბათს გამოქვეყნდდება. თუმცა როგორც ,,ნიუპოსტისთვის" ცნობილი ხდება, დოკუმენტში ტექნიკური ხასიათის შესწორება არ შესულა. ვენეციის კომისია და მისი თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო კვლავ ხაზს უსვამს პრობლემას, რომელიც პროპროციული საარჩევნო სისტემას ეხება და რომელიც კონსტიტუციის თანახმად 2024 წელს უნდა ამოქმედდეს, კომისიის თავმჯდომარე ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ დოკუმენტი საერთო კონსენსისის გარეშეა მიღებული.ბუკიკიოსთვის პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადება კვლავ მიუღებელია.
მასალის გამოყენების პირობები






