,,არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ“ - ჯანი ბუკიკიო
პოლიტიკა - 15:42, 06 Oct, 2017     1013
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ამბობს, რომ ვენეციის კომისიისთვის ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობის დროს კონსენსუსი აუცილებელია.

„პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამბობს: „პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსენსუსი რომ მომხდარიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა“.

მისივე თქმით, „პრობლემა არის ის, რომ ორივე მხარეს სურს ძალიან ბევრი, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, მოთხოვნები შეამცირონ და ერთმანეთს უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მისცენ“

„პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს დრო. დღეს 6 ოქტომბერია. დარჩა 4 დღე. არ ვიცი, რა მოხდება. არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან უმრავლესობის გეგმები როგორია. ასე ვიტყოდი - სასწაული შეიძლება მოხდეს. ჩემი პოზიცია ასეთია, საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას. ისევ და ისევ, რომ ყოფილიყო შესაძლებელი ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, მაშინ გაცილებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაცილებით კარგი იქნებოდა“, - განაცხადა ბუკიკიომ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიისთვის ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობის დროს კონსენსუსი აუცილებელია.

„ძალიან კარგად ვიცი, რომ ამის მიღწევა ძნელია, რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ეს არის პრობლემა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები კარგია და კონსტიტუცია კარგია, კონსენსუსის აუცილებლობა მაინც რჩება. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა, საქართველოს და ქართული საზოგადოების კუთვნილებაა. იმისათვის, რომ კონსტიტუცია აღსრულდეს, ქართველები უნდა ამაყობდნენ და აღიარებდნენ კონსტიტუციას. ჩვენ, ვენეციის კომისიას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია და პოლიტიკურ ძალებზეა სიტუაციის გაუმჯობესება. საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს მოსაზრება, რომ კონსენსუსის დეფიციტი იყო, როდესაც საქმე კონსტიტუციის ფართო მხარდაჭერის საკითხს ეხებოდა“, - განაცხადა ბუკიკიომ.

მისივე განცხადებით, ახალი კონსტიტუციის ტექსტი ძალიან კარგია.

„ეს ტექსტი და ეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს. სამწუხაროა, რომ კონსენსუსი არ იყო. მე უნდა ვიყო ოპტიმისტი. მოდით, გამოვთქვათ იმედი, რომ სასწაული მოხდება“, - აღნიშნა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42