„დასაწყისშივე, ჩვენ მტკიცე პირობა მივეცით ვენეციის კომისიას, რომ არცერთი ნორმა არ იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია და ჩვენ ვიმოქმედეთ ვენეციის კომისიისთვის მიცემული ამ დაპირების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ არ არსებობს არცერთი ნორმა, თუ შევადარებთ ორ სხვადასხვა დოკუმენტს - მოქმედ და ახალ კონსტიტუციას, არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც სარგებელს აძლევს მმართველ პარტიას. ვერავინ ვერ დაასახელებს ასეთ ნორმას, რაც ამტკიცებს არა მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლას, არამედ საკონსტიტუციო კულტურისა და საკონსტიტუციო ტრადიციების შეცვლას საქართველოში, რაც ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






