სასამართლოს სკანდალური განჩინება ელისო კილაძის შვილის საქმეზე - დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცავებმა ჩაუდეს
პოლიტიკა - 15:06, 06 Oct, 2017     14524
"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის თქმით, სასამართლოს განაჩენით, რომელიც მის შვილს გუშინ ჩაბარდა, მტკიცდება ის, რომ დავით ხარშილაძის დაკავება მასზე ზეწოლის მიზნით მოხდა და მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს. კილაძე შს მინისტრის და სოსო გოგაშვილის გადადგომას ითხოვს:

„გუშინ ჩვენ ჩაგვბარდა ჩემი შვილის დავით ხარშილაძის დასაბუთებული განაჩენი. როდესაც ჩვენ საპროტესტო აქციებს ვმართავდით შს მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაწყობდით სპექტაკლებს დამნაშავეების გადასაფარად. სპექტაკლი მოაწყეს შს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. განაჩენში ნათქვამია, რომ დავით ხარშილაძე მის დაკავებას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ის რომ დავით ხარშილაძემ ბოლომდე შიენარჩუნა თავისი პოზიცია, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს, მიუხედავად ზემოთქმულისა, საგამოძიებო ორგანოებმა ნაცვლად იმისა რომ ბრალდებულის ნათქვამის გასაბათილებლად გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩაეტარებინათ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულებები, შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ 3 მოწმის ჩვენებებით, რომელსაც დავით ხარშილაძე ნარკოტიკების ჩადებაში ამხელს. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა თუ რატომ მალავდა გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებიც არცთუ მწირე ინფორმაციას ფლობდნენ აღნიშნულ ფაქტთან დაკაშირებით. ბრალდებამ ვერ ახსნა რისთვის იყო საჭირო, პირის, რომელსაც მხოლოდ ნარკოტიკების შეძენა-შენახვას აბრალებდნენ და არა გასაღებას, დასაკავებლად უპრეცენდენტო რაოდენობის პოლიციელების მობილიზება. დაკავების ადგილზე იმყოფებოდა მთლიანი განყოფილება. აღნიშნული ფაქტორი აჩენს კითხვებს საგამოძიებო ორგანოს არაკომპეტენტურობის ანდა ბრალდებულის მიმართ გარკვეული დაინტერესების შესახებ. მოწმე პოლიციელების ზაქარია ვასაძის, ზაზა ჯახველაძის ჩვენებით ისევე როგორც ბრალდებულისა და მოწმე შორენა ლალიაშვილის ჩვენებით სასამართლო ადგენს, რომ დაკავების ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები და მათი თვალთახედვის არეში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიებამ ეს ნეიტრალური პირები არ დაკითხა.“- განაცხადა ელისო კილაძემ. როგორც კილაძემ მოსამართლის განაჩენზე დაყრდნობით განაცხადა, სასამართლოს კითხვის ნიშნები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებითაც რატომ არ ხდებოდა პოლიციის მხრიდან აღნიშნული ოპერაციის გადაღება და რატომ არ დაასწრეს ნარკოტიკების ამოღებას მოწმე, მაშინ როდესაც საქმე არა იმწუთიერი დანაშაულს ეხებოდა არამედ დაიგეგმა ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ. ელისო კილაძემ დეტალურად მიმოიხილა ის საკითხები, რომელიც სასამართლოზე იქნა განხილული და საგამოძიებო მოქმედებების ნაკლოვანებები, რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ ბრალდება არადამაჯერებლად მიიჩნია და დავით ხარშილაძე გააამართლა. კილაძის თქმით ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყებას დავით ხარშილაძის მიმართ გარკვეული ინტერესი ქონდა და მას ნარკოტიკები ჩაუდეს

„გამომდინარე აქედან, მე კატეგორიულად ვითხოვ თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომლის სამინისტროშიც მოხდა მსგავსი უკანონობა და ეს სასამართლოს გაანჩენით არის დადასტურებული, ასევე თანამდებობა უნდა დატოვოს იოსებ გოგაშვილმა, რომელიც იყო ამ ოპერაციის არაოფიციალური ხელმძღვანელი და დამგეგმავი. ინიციატორი იმისა, რომ ჩემი შვილის დაკავება ჩემზე ზემმოქმედებით მიზნით მომხდარიყო. ჩამდები პოლიციელები: რამაზ თარაშვილი, ვალერიან ჩიბირაშვილი, ზაქარია ვასაძე უნდა იქნან კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი. ჩვენ ამ განაჩენს გავუგზავნით შსს და თუ სამინისტრო არ დაიწყებს გამოძიებას ამ ჩამდები პირების წინააღმდეგ, ბუნებრივია ის არის ამ პროცესის თანამონაწილე და მას როგორც პოლიტიკურ ფიგურას ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიდავებთ სახელმწიფოსთან იმ ზიანზე, რომელიც ჩემს შვილს და ოჯახს მიადგა 120 დღიანი პატიმრობით. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა არ განადგურდეს მტკიცებულებები. დასადგენია იმ ნარკოტიკის წარმომავლობა რომელიც პოლიციელებმა ჩემს შვილს ჩაუდეს, ეს არის შეძენილი პოლიციელების მხრიდან თუ სხვა სისხლის სამართლის საქმის ნივთმტკიცება,"- განაცხადა ელისო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42