,,ჩვენ გვინდა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის საფრთხეს" - კობახიძე
პოლიტიკა - 15:07, 06 Oct, 2017     1073
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ვენეციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თანამშრომლობისთვის ვენეციის კომისიას - პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, მდივან თომას მარკერტს და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად არსზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, რაც 2010 წელს ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებაშიც დადასტურდა. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.

„ახლა, მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებისა და კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების გაძლიერება.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში და გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი უზრუნველყოფს ძლიერ გარანტიებს ამისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42