გორში პრემიერს ელოდებიან - ნაომარ ქალაქში მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმის
პოლიტიკა - 14:01, 06 Oct, 2017     1312
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 15 დღით ადრე გორში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ურთიერთბრალდებებას არ ერიდებიან, თუმცა, განსაკუთრებული ყურადრბის ცენტრში ორი პოლიტიკური ძალაა, „ქართული ოცნება“ და „შენების მოძრაობა“. მმართველი გუნდის პარტიის მერობის კანდიდატი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატი კი მოქმედი გამგებელი. ერთ დროს თანაგუნდელები, კოტე თავზარაშვილი და დავით ონიაშვილი ახლა კონკურენტები არიან და მათი პარტიებიც ერთმანეთს, წარუმატებელ საქმეებს ახსენებენ. გორელებს, „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს დღეს ოფიციალურად წარუდგენს. ნაომარ ქალაქში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. იქამდე სანამ კვირიკაშვილი გორში ჩავა, მას “შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს, რომ დაფიქრდეს ვის ასახალებს გორში, დღეს, მერობის კანდიდატად. სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და „ოცნების“ გორის მერობის კანდიდატი კოტე თავზარაშვილი იმ გუნდის წევრია, რომელიც მოქმედი გამგებლის და მათი მერობის კანდიდატის, დავით ონიაშვილის საბოტაჟს ახდენდა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავარდნილ ინფრასტრქუტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობა სწორედ მას აკისრია. ვახტანგაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ კარგად დაფიქრდეს ვისი წარდგენა უნდა, ვინაიდან გორის მერობის კანდიდატი გახლავთ იმ ჯგუუფის წარმომადგენელი, რომელიც წლების განმავლობაში საბოტაჟის გზით ცდილობდა, რომ ხელში ჩაეგდო აღმასრულებელი ხელისუფლება. მე გეტყვით, რომ 2015 წლის ივნისის სტიქიის დროს, როდესაც გორში დაახლოებით 800-მდე ოჯახი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, არ იქნა მყისიერი რეაგირების მოხდენა საკრებულოს მხრიდან. მხოლოდ და მხოლოდ 19 ივნისს, ანუ ორი კვირის დაგვიანებით იქნა მოწვეული საკრებულო, მაშინ როდესაც სასწარფოდ იყო ტენდერები გამოსაცხადებელი. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ ის ფაქტიც რომ, 2016 წელს, ქარიშხალის დროს, უამრავ ადამიანს რომლებსაც სტიქიური უბედურებით მიადგა ზარალი, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში არ იყო მოწვეული და გატარებული ღონისძიებები საკრებულოს მიერ, რაც პირდაპირ საბოტაჟის ნიშნებით შევაფასოთ“-აცხადებს ვახტანგაშვილი. სოსო ვახტანგაშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციაში. „ჩვენი მერობის კანდიადატი, საბოტაჟს ეწეოდეს ბატონი დავით ონიაშვილის, ჩვენი პოლიტიკური კონკურენტის მიმართ, ეს არის სრული აფსურდი. პირიქით, მმართველი გუნდის მხრიდან, ონიაშვილს მთელი ამ მმართველობის განმავლობაში, როცა ის რაიონის გამგებელი იყო, მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა და უპირობო ნდობა გამოცხადებული მმართველი გუნდისგან, რომელიც მან, პრაქტიკულად გააცამტვერა და პოლიტიკურ ბუნკერში გადაყარა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური აუტიზმი არის ძალიან ცუდი ნიშანი და ვთხოვ პოლიტიკოსებს, რომ კარგად გაიხსენონ, არც თუ ისე შორეული წარსული როგორი მხარდაჭერა ჰქონდა მმართველი გუნდის მხრიდან ბატონ დავით ონიაშვილი“-აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გელა კაპანაძე. გორში, პრემიერ-მინისტრს დღეს 19 საათზე ელოდებიან, ის წერეთლის ქუჩაზე, გორის მერობის კანდიდატის გარდა, შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ მერობის სხვა კანდიდატებსაც ოფიციალურად დაასახლეებს. გორში კენჭს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი, ქარელში მოქმედი გამგებელი ზაზა გულიაშვილი, ხაშურში ასევე მოქმედი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, ხოლო კასპში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი იყრიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42