საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე წლიურ სესიაში მონაწილეობას მიიღებს
პოლიტიკა - 11:09, 06 Oct, 2017     1051
6-9 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში, გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე წლიური სესია.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, რიგ საკითხებთან ერთად როგორიცაა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები და რუსეთთან ურთიერთობა, ასევე განიხილება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემები.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიხელმძღვანელობს ირაკლი სესიაშვილი. ასევე დელეგაციაში შედიან ირაკლი ბერაია და სერგი კაპანაძე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, მიმდინარე წლის მაისში უმასპინძლა ასამბლეის საგაზაფხულო სესიას, რაც, თავის მხრივ, ისტორიული მოვლენა იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასამბლეისთვისაც, რადგანაც საქართვლო გახდა ალიანსის რიგით 5-ე არაწევრი ქვეყანა, რომელმაც ასამბლეის სესიას მასპინძლობდა.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიას ალიანსის 29 წევრი და 23 პარტნიორი ქვეყნის დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამის მიხედვით, დღეს გაიმართება ასამბლეის თავმჯდომარის პაოლო ალისა და ორგანიზაციის გენერალური მდივნის დევიდ ჰობსის პრესკონფერენცია.

შაბათს და კვირას ასამბლეის წევრები კომიტეტებში იმუშავებენ, ხოლო ორშაბათს შედგება პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოვა. ამავე დღეს საპარლამენტო ასამბლეა დაამტკიცებს რეზოლუციას.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანი ალიანსისა და ევროატლანტიკური რეგიონის ქვეყნების მოქალაქეებს შორის კავშირის უზრუნველყოფაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42