სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლში გახორციელებულ პროექტებს გაეცნო
პოლიტიკა - 11:08, 06 Oct, 2017     840

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლში გახორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ფერმერებთან გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მინისტრმა სახელმწიფო უწყებებსა და ფერმერებს შორის ურთიერთობაში სამ ძირითად პრიორიტეტზე-თანადაფინანსება, ტექნიკურ მხარდაჭერა და ცოდნის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა-გაამახვილა ყურადღება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრაზე შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც წარმოუდგენელია მთავრობასა და ფერმერებს, მეწარმეებს შორის აქტიური კომუნიკაციის გარეშე და შეხვედრის მონაწილეებს უფრო მეტი ჩართულობა სთხოვა.

თავის მხრივ, ფერმერებმა მინისტრს სარწყავი წყლის მიწოდების საკითხის მოგვარებაში სთხოვეს დახმარება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მსოფლიო ბანკის დახმარებით აქვს დაგეგმილი.

ლევან დავითაშვილმა გორის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „ბატონო“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შპს „ბატონო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 300 ტონა სხვადსხვა სახის სასურსათო პროდუქცია იწარმოება.

საწარმოში ჯამურად 459,833 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183,933 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 229,917 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის მინისტრმა პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

შპს „ქართულმა ბაღმა“ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც 80,080 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42