კონსტიტუციის პროექტი - არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ახალი შეთავაზების გაზიარებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში გუშინ გასაჯაროებული ოთხი პუნქტი, საბოლოოა.
„როგორც ჩანს, ისინი არიან შეუვალ, უკომპრომისო პოზიციაზე და მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური რისკის გაწევა ანუ არ დათანხმება ოპოზიციის შემოთავაზებებზე და შემხვედრი მიმართულებით არსვლა უფრო კარგია, ვიდრე კონსენსუსის მიღწევა,“ - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე.
მათი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ წინადადებას არ დათანხმდება, ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია ექნება:
„პრინციპულ საკითხებს ბუნებრივია, ოპოზიცია ვერ დათმობს იმიტომ, რომ ეს ის საკითხებია, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს კონსტიტუცია და მას ჰქონდეს ლეგიტიმური ძალაუფლება,“ - განაცხადა „ედპ“-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ მმართველ გუნდს 20 პარტიასთან კონსულტაციების შედეგად მიღებული კომპრომისული ვერსია შესთავაზა. ბლოკების შენარჩუნება, ე.წ. ბონუსად მიღებული ხმების სამართლიანად განაწილება, პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა და მეოთხე, პრეზიდენტის არჩევის წესი.
მასალის გამოყენების პირობები






