გიორგი მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:03, 06 Oct, 2017     1201

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა და წარმატება მიულოცა. შს მინისტრმა ქართველი სპორტსმენი პოლიციელები სამინისტროს მედალიონებით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

„დღეს მე შსს-ს ის თანამშრომლები დავაჯილდოვე, რომლებმაც „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ 6 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ისინი საუკეთესოები აღმოჩნდნენ მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის ათასობით მონაწილეს შორის, ასახელეს საქართველო და მისი პოლიცია.

მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენი პოლიციელები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებებით. მათი მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც შსს-ს ყოველთვის აქტიურად მხარს უჭერს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელმა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა 2017“-ზე სპორტის 5 სახეობაში იასპარეზა და 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა - იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა - ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა - გიორგი სამარღანიშვილი.

ვერცხლისმედალოსნები: ცურვა - გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი - ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა - კობა კობახიძე, ძიუდო - ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

აღნიშნული სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“ ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42