ჩაშლილი სასწავლო პროცესი - სადახლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელები "ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე წაიყვანეს
პოლიტიკა - 17:55, 05 Oct, 2017     1395
რუსთავი 2 - ის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მორიგი შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას ადგილობრივი ორი სკოლის და მიმდებარე სოფლების სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.


სადახლოში გამართულ შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

„დავინტერესდი სად წავიდნენ ჩემი მოსწავლეები გაკვეთილების დროს და გადავწყვიტე, რომ თვითონ წავსულიყავი. როდესაც მივედი მაშინვე მივხვდი, რომ იყო საარჩევნო შეხვედრა, „ქართული ოცნების“ დროშები ფრიალებდა. გასაგებია, რომ იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრა. იყო სიტყვით გამოსვლა, მოწოდება დამსწრეებისთვის რომ ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის.“ სკოლას არანაირი საქმე არ აქვს არჩევნებთან, საარჩევნო პროპაგანდასთან არაფერი არ ესაქმება, არც დირექტორს, არც მასწავლებელს და მით უმეტეს მოსწავლეს, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობს არჩევნებში,“-განაცხადა სადახლოს მეორე საჯრო სკოლის პედაგოგმა, ნათია მანიამ.

შეხვედრაზე მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, სავარაუდოდ სწორედ დირექტორებმა წაიყვანეს. პედაგოგები აცხადებენ, რომ შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაში, უშუალოდ დირექტორებისგან მიიღეს.

სადახლოს მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლები ყვებიან, რომ საარჩევნო შეხვედრაზე თავდაპირველად გაიმართა კონცერტი, მოგვიანებით კი შეხვედრას „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები შეუერთდნენ.

„იყო ოცნების კანდიდატზე საუბარი, რომელსაც კარგად ვიცნობთ, არ ვიცნობთ, ვის შევხვდეთ, იყო ასეთი შიდა საუბრები და ასევე იყო საუბარი რომ მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უნდა წავსულიყავით, როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები. მე რა თქმა უნდა არ წავსულვარ ამ შეხვედრაზე, ნათია წავიდა, ხოლო მე დავრჩი იმ მოტივით, რომ ჩამეტარებინა ჩვენი მოსწავლეებისთვის გაკვეთილები, ვინც ვერ ჩაეტია ამ მარშუტკებში და უკან მობრუნდა,“-აცხადებს სადახლოს მეორე სკოლის პედაგოგი ჯულიეტა ქვარაია.

წყარი: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42