საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს
პოლიტიკა - 09:46, 06 Oct, 2017     1268

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

პლენარულ სხდომას დაესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს და დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა იწონებს მმართველი გუნდის მზადყოფნას ბონუსის ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების შესახებ და ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინების პირობა შეასრულა.

„6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დაიდება დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც მთელი პროცესი და ის რეკომენდაციები განვიხილეთ, რომლებიც ვენეციის კომისიას გააჩნია. ასევე, დავუდასტურეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბონუსის ამოღება, უმრავლესობის მხრიდან ძალაშია და თუ არ მოხერხდება პრეზიდენტის ვეტოში ამის გათვალისწინება, მაშინ უმრავლესობა მზად არის ამის ხელახლა ინიცირებისთვის, რასაც მოჰყვა მოწონება ვენეციის კომისიის მხრიდან. ასევე, ვენეციის კომისია დაგვეთანხმა იმაში, რომ ის პირობა, რომელიც შეეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინებას, არის შესრულებული, იმიტომ, რომ არცერთი ნორმა არ აქვს ამ დასკვნაში ვენეციის კომისიას უარყოფითად შეფასებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42